2025-10-24

04:18

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ

პოლიტიკა
20-10-2025 10:08

ლუქსემბურგში დღეს გაიმართება ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა, სადაც ერთ-ერთი განსახილველი თემა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური ვითარება იქნება.

ევროკავშირის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი მინისტრებს მიაწვდის ინფორმაციას საქართველოში ბოლო მოვლენებზე, მათ შორის 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარებული მუნიციპალური არჩევნებისა და დემოკრატიული უკუსვლის შესახებ.

შეხვედრაზე განიხილავენ აგრეთვე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებულ ბოლო მოვლენებს, ევროკავშირის ურთიერთობებს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონთან, და ისაუბრებენ ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზეც.

გარდა ამისა, მინისტრებს მიეწოდებათ განახლებული ინფორმაცია საქართველოს, მოლდოვასა და სუდანის საკითხებზე.

საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა საქართველოს დროით 11:15 საათზე დაიწყება და მას კაია კალასი უხელმძღვანელებს.

მსგავსი სიახლეები

2025-10-21 10:15
პოლიტიკა

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

2025-10-20 14:52
პოლიტიკა

"ფორმულა" ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდ

"ფორმულა" ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, რომლის მიზანი კრიტიკული აზრის ჩახშობაა

2025-10-20 10:08
პოლიტიკა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ

2025-10-16 10:47
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა,

შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა, არავინ არაფერს გამიჯვნია. არც ექიმი და არც ვექილი. ამ "ხალხის მდინარეში" ერთი კაციც კი არ აღმოჩნდა, ვინც დინების საწინააღმდეგოდ გაცურავდა

2025-10-14 10:32
პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები