შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა, არავინ არაფერს გამიჯვნია. არც ექიმი და არც ვექილი. ამ "ხალხის მდინარეში" ერთი კაციც კი არ აღმოჩნდა, ვინც დინების საწინააღმდეგოდ გაცურავდა
"ყველამ ყველაფერი იცოდა - 4-მდეც, 4-შიც, ყველაზე კარგად კი 4-ის მერე იციან", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი წერს.
როგორც ის აღნიშნავს, ამ ვიდეოში სხვა ვერ, მაგრამ თავად ხომ ყველა ამოიცნობს საკუთარ თავს და ადგილს. ამიტომ, ეს ვიდეო მათ პირად ისტორიას დარჩება, როგორც შეხსენება თითოეული იქ შეკრებილისთვის, რომ 4-ში 4-ზე საკუთარი ქვეყნის მომავალი ვერ დაამხეს.
"ყველამ ყველაფერი იცოდა - 4-მდეც, 4-შიც, ყველაზე კარგად კი 4-ის მერე იციან. 4-მდე ყველამ იცოდა, რომ საკუთარ ქვეყანაში ნეპალის მოსაწყობად იკრიბებოდა. 4-ში კი ყველა მისულმა მოისმინა კითხვა - გინდათ თუ არა ნეპალის მოწყობა, და ყველამ შესძახა - კი. წილი იყარა და ქვეყნის დამამხობელთა "გაუჩერებელი მდინარე" თავისუფლების მოედნიდან საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ასაღებად გადაედინა. შემდეგ იქნება სასახლის შტურმი, ცეცხლწაკიდებული ბარიკადები, გაპარული ლიდერები, 25 დაშავებული პოლიციელი და მათ გმირობაზე კისერწატეხილი გადატრიალება. ამ ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა, არავინ არაფერს გამიჯვნია. არც ექიმი და არც ვექილი. ამ "ხალხის მდინარეში" ერთი კაციც კი არ აღმოჩნდა, ვინც დინების საწინააღმდეგოდ გაცურავდა. ამ ვიდეოში სხვა ვერ, მაგრამ თავად ხომ ყველა ამოიცნობს საკუთარ თავს და ადგილს. ამიტომ, ეს ვიდეო მათ პირად ისტორიას დარჩება, როგორც შეხსენება თითოეული იქ შეკრებილისთვის, რომ 4-ში 4-ზე საკუთარი ქვეყნის მომავალი ვერ დაამხეს", - წერს პაპუაშვილი.
ნანახია: 200
მსგავსი სიახლეები
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
"ფორმულა" ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდ
"ფორმულა" ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, რომლის მიზანი კრიტიკული აზრის ჩახშობაა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ
შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა,
შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა, არავინ არაფერს გამიჯვნია. არც ექიმი და არც ვექილი. ამ "ხალხის მდინარეში" ერთი კაციც კი არ აღმოჩნდა, ვინც დინების საწინააღმდეგოდ გაცურავდა
საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა
clickss