2025-11-29

02:12

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ელინა ვალტონენი 13-15 ოქტომბერს აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს ეწვევა

პოლიტიკა
13-10-2025 12:30

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ელინა ვალტონენი 13-15 ოქტომბერს აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას ეუთო/ოდირი ავრცელებს. 

 

განცხადების თანახმად, საქართველოში ვიზიტისას შეხვედრები იქნება ორიენტირებული როგორც ქვეყნის შიდა და გარე გამოწვევებზე, ისე ეუთოს მუდმივ მხარდაჭერაზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისადმი. 

 

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი, 13-15 ოქტომბერს ეწვევა აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს, სადაც მაღალი რანგის მთავრობის წარმომადგენლებთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოების და ანალიტიკური ცენტრების ლიდერებთან შეხვედრებს გამართავს.

 

მუშაობის დღის წესრიგი მოიცავს, სხვა საკითხებთან ერთად, სომხეთ-აზერბაიჯანის მშვიდობის პროცესის მიმდინარეობას, განსაკუთრებული ყურადღებით - ეუთოს მინსკის პროცესის დასრულებასა და მის დაკავშირებულ სტრუქტურებზე.

 

 

საქართველოში ვიზიტისას შეხვედრები იქნება ორიენტირებული როგორც ქვეყნის შიდა და გარე გამოწვევებზე, ისე ეუთოს მუდმივ მხარდაჭერაზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისადმი, რომლებიც 2008 წლის ომის შედეგების მოგვარებას ეხება.

 

ფინეთი, როგორც 2025 წლის ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სამოქალაქო სივრცის დაცვასა და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობისთვის ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფას. ეს პრიორიტეტი ვიზიტის განმავლობაში განსაკუთრებით გამოიკვეთება, - ნათქვამია ინფორმაციაში. 

მსგავსი სიახლეები

2025-10-21 10:15
პოლიტიკა

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

2025-10-20 14:52
პოლიტიკა

"ფორმულა" ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდ

"ფორმულა" ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, რომლის მიზანი კრიტიკული აზრის ჩახშობაა

2025-10-20 10:08
პოლიტიკა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ

2025-10-16 10:47
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა,

შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა, არავინ არაფერს გამიჯვნია. არც ექიმი და არც ვექილი. ამ "ხალხის მდინარეში" ერთი კაციც კი არ აღმოჩნდა, ვინც დინების საწინააღმდეგოდ გაცურავდა

2025-10-14 10:32
პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები