2025-11-29

02:12

არჩილ გორდულაძე - დღეს მათ უწევთ თქვან, რომ არჩევნები შედგა და არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს, ეს მათი არჩევანიც არ არის, ეს არის მათი პატრონებისგან გაცემული დავალება და ამ დავალებასაც, როგორც ყურმოჭრილ მონებს შეეფერებათ, ასრულებენ

პოლიტიკა
09-10-2025 12:41

"ქართულმა ოცნებამ" თვითმმართველობის არჩევნები მოიგო - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი ნიკა ობოლაძე. ობოლაძემ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ისიც თქვა, რომ ოპოზიციამ რომ გაიმარჯვა ეს ფაქტი არ არის.

როგორც მმართველ გუნდში ამბობენ, "ლელოს" და "ნაციონალურ მოძრაობას" არაერთხელ აქვთ წამოცდენილი, რომ აღიარებენ არჩევნების შედეგებს.

"ლელო-ნაცებს" და ზოგადად, "ნაციონალურ მოძრაობას" არაერთხელ აქვს წამოცდენის სახით აღიარებული, მათ შორის, საპარლამენტო არჩევნების და ისინი ხმებს რომ ითვლიდნენ, თავიანთი მხარდამჭერების, ზუსტადაც რომ არჩევნების შედეგებს და შედეგებში მიღებულ ციფრებს უთითებდნენ ხოლმე. ახლა, დღეს მათ უწევთ თქვან, რომ დიახ, არჩევნები შედგა და არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს, ეს მათი არჩევანიც არ არის, ეს არის მათი პატრონებისგან გაცემული დავალება და ამ დავალებასაც, როგორც ყურმოჭრილ მონებს შეეფერებათ, ასრულებენ. 

რეალურად, არჩევნები ერთნაირად ჩატარდა, ერთი და იგივე ტექნოლოგია იყო გამოყენებული. არავითარი დარღვევები, რომელსაც შესაძლებელია ადამიანების ნების გამოვლინებაზე ჰქონოდა გამოვლინება, არ მომხდარა, მაგრამ შეიცვალა რა? შეიცვალა დავალება, "ლელოელებმა-გახარიებმა-ნაცებმა" სხვა "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად მიიღეს დავალება, რომ დესტრქუციულად და ქვეყნის წყობილების წინააღმდეგ უნდა მიემართათ თავიანთი ყველა ძალა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ახლა დავალება არის სხვა - დავალება არის, რომ როგორმე გაიმიჯნოს ერთმანეთისგან კოლექტიურ "ნაცმოძრაობაში" შემავალი სხვადასხვა პარტია და როგორმე გაირიცხონ "ლელოელი" და გახარიელი ნაცები, მაგრამ ეს გეგმა ჩავარდნილია", - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.

მსგავსი სიახლეები

2025-10-21 10:15
პოლიტიკა

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

2025-10-20 14:52
პოლიტიკა

"ფორმულა" ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდ

"ფორმულა" ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, რომლის მიზანი კრიტიკული აზრის ჩახშობაა

2025-10-20 10:08
პოლიტიკა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ

2025-10-16 10:47
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა,

შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა, არავინ არაფერს გამიჯვნია. არც ექიმი და არც ვექილი. ამ "ხალხის მდინარეში" ერთი კაციც კი არ აღმოჩნდა, ვინც დინების საწინააღმდეგოდ გაცურავდა

2025-10-14 10:32
პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები