2025-10-14

15:27

სოფო ჯაფარიძე - ვიწამოთ, დავიჯეროთ გამარჯვების და ეს გამარჯვება აუცილებლად იქნება

პოლიტიკა
04-10-2025 15:12

ენმ-ს ლიდერი სოფო ჯაფარიძე მოქალაქეებს მოუწოდებს დღეს დაანონსებულ მასშტაბურ აქციას შეუერთდნენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ამ დღის და გამარჯვების შემქმნელები  სწორედ ისინი არიან და დადგება დრო, როცა ამით აუცილებლად იამაყებენ.  

 

ჯაფარიძე გამარჯვებაში დარწმუნებულია და ამბობს, რომ ქვეყანა ოლიგარქის ბორკილებისგან ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდება. 

 

ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დღეს არის უმნიშვნელოვანესი დღე და საქართველოს არცერთმა მოქალაქემ არ უნდა გამოტოვოს ეს დღე, იმიტომ, რომ ისინი უნდა გახდნენ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამარჯვების შემქმნელები და მონაწილეები. მთავარი არის ერთი: ვიწამოთ, დავიჯეროთ გამარჯვების და ეს გამარჯვება აუცილებლად იქნება, იმიტომ, რომ ერთ მხარეს დგას გაშიშვლებული, ფუნდამენტგამოცლილი "ქართული ოცნება" და მეორე მხარეს დგას ერთ მუშტად შეკრული ანწუხელიძის საქართველო. ეს არის ნამდვილი გამარჯვება. დღეს იქნება უამრავი ხალხი, მე ამაში ვარ დარმწუნებული და მინდა, მივმართო თითოეულ ჩვენს მოქალაქეს: მეგობრებო, ეს არის დღე, როცა თქვენი შვილები იამაყებენ, თქვენი მომავალი თაობა იამაყებს, რომ თქვენ იყავით შემქმნელი ამ უდიდესი გამარჯვების. ეს იქნება დღე, როცა საქართველო ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდება ოლიგარქი ბორკილებისგან, რუსეთის ბორკილებისგან და დიახ, ჩვენი ქვეყანა იქნება თავისუფალი, - ამბობს სოფო ჯაფარიძე.

 

დედაქალაქის მთავარ გამზირზე მოქალაქეები 16:00 საათიდან შეიკრიბებიან. სტუდენტების საპროტესტო მსვლელობა, კი თსუ- პირველი კორპუსიდან 15:00 საათზე დაიწყება.

 

"სამშობლოს სამსახურში 16:00 საათზე, ყველანი რუსთაველზე!!!" -  "რუსთაველის გამზირის" დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ.

მსგავსი სიახლეები

2025-10-14 10:32
პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა

2025-10-13 12:30
პოლიტიკა

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ელინა ვალტონენი 13-15 ოქტომბერს აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს ეწვე

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ელინა ვალტონენი 13-15 ოქტომბერს აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს ეწვევა

2025-10-09 12:41
პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე - დღეს მათ უწევთ თქვან, რომ არჩევნები შედგა და არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს, ეს მათ

არჩილ გორდულაძე - დღეს მათ უწევთ თქვან, რომ არჩევნები შედგა და არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს, ეს მათი არჩევანიც არ არის, ეს არის მათი პატრონებისგან გაცემული დავალება და ამ დავალებასაც, როგორც ყურმოჭრილ მონებს შეეფერებათ, ასრულებენ

2025-10-08 14:20
სპორტი

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

2025-10-07 14:05
პოლიტიკა

პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს აღკვეთის ღო

პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები