ირაკლი კობახიძე - კონკრეტული ელჩები პირდაპირ არიან ჩართული პოლიტიკურ პროცესში
სამწუხაროდ, ევროკავშირიდან ელჩები ხშირად უხეშად არღვევენ პრინციპებს, წესებს. ეს მიუღებელია. საქართველოში ელჩი უნდა იქცეოდეს ისე, როგორც ელჩს შეეფერება და არა როგორც პოლიტიკოსს - ყველა არ იქცევა ისე, როგორც იქცევა ევროკავშირის, ბრიტანეთის, გერმანიის ელჩები, მადლობა ღმერთს, - ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის ელჩის დაბარებას.
პრემიერის თქმით, ის იმედოვნებს, რომ ელჩები დიპლომატიურ ჩარჩოებს დაუბრუნდებიან.
„ყველა ხედავს, რომ კონკრეტული ელჩები პირდაპირ არიან ჩართულები პოლიტიკურ პროცესებში, რაც არის დემოკრატიის პრინციპის უხეში ხელყოფა. ეს არის ვენის კონვენციის პრინციპის ხელყოფა. ამას სჭირდება რეაგირება. ეს არის ჩვეულებრივი დიპლომატიური ზომა. იმედი გვაქვს, ელჩები დაუბრუნდებიან დიპლომატიურ ჩარჩოებს. მათ უნდა დაიცვან წესები, უნდა დაიცვან პრინციპები. ეს არის მათ შორის, ევროპული მიდგომა, არ შეიძლება საბჭოური მიდგომებით მოქმედებდნენ ელჩები. მათი დაბარება დიპლომატიური ზომაა, რომლის ერთადერთი მიზანია, ელჩები დაბრუნდნენ დიპლომატიურ ჩარჩოებში. გახსოვთ, მაკრონის განცხადება ერთ-ერთ ელჩზე. ბევრად უფრო რბილი განცხადება გააკეთა, ფრანგულ პოლიტიკაში დიდად ჩარევას არ გულისხმობდა, მაშინვე ჰქონდა რეაგირება საფრანგეთის პრეზიდენტს. ჩვენთან პირდაპირ, უხეში ფორმით ხდება არამხოლოდ პოლიტიკაში ჩარევა, არამედ რადიკალიზმის და პოლარიზაციის წახალისება.
მინდა შეგახსენოთ, უშუალოდ საარჩევნო პროცესებში ჩარევა. ევროკავშირის ელჩი გამოვიდა და პირდაპირ მოუწოდა ამომრჩეველს მობილიზაციისკენ მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ. ვენის კონვენციის ამაზე უხეში დარღვევა არ არსებობს. ეს არის ერთ-ერთი უხეში მაგალითი. ამის მაგალითი, ბევრია. ასევე გახსოვთ, ელჩები პირდაპირ დადიოდნენ სასამართლოს პროცესებზე, რათა განეხორციელებინათ ზემოქმედება მოსამართლეების საქმიანობაზე, რაც არის კონვენციის უხეში დარღვევა. ასე არ უნდა იქცეოდნენ ელჩები, რომლებიც ევროპას წარმოადგენენ.
ევროპა ტრადიციულად იყო წესებთან დაკავშირებული სიმბოლო, წესების პატივისცემის სიმბოლო. ახლა სამწუხაროდ, ევროკავშირიდან ელჩები ხშირად არღვევენ უხეშად პრინციპებს, წესებს, ეს მიუღებელია. საქართველოში ელჩი უნდა იქცეოდეს ისე, როგორც ელჩს შეეფერება და არა როგორც პოლიტიკოსს“,- აღნიშნა პრემიერმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ევროპულ ბიუროკრატიაში არის სერიოზული პრობლემები და ამის გამოხატულებაა ის, რასაც აკეთებენ ელჩები.
„ყველა ელჩი წარმოადგენს სახელმწიფოს და როდესაც ელჩს იბარებ, ამით ერთგვარ დიპლომატიურ ზომას იყენებ სახელმწიფოს მიმართ, ეს ლოგიკურია. ელჩი ხომ დამოუკიდებლად არ მოქმედებს. ჩვენ ვამბობთ, რომ ევროპული ბიუროკრატია დღეს არის მძიმე მდგომარეობაში და ეს ეხება არა მარტო ევროკავშირის სტრუქტურებს, არამედ შესაბამისი სახელმწიფოების სტრუქტურებს. ევროპულ ბიუროკრატიაში არის სერიოზული პრობლემები და ამის გამოხატულებაა ის, რასაც აკეთებენ ელჩები“, - აღნიშნა პრემიერმა.
ინფორმაციისთვის, დღეს, საგარეო უწყებაში გაერთიანებული სამეფოს ელჩი დაიბარეს. ბრიტანეთის ელჩი უკვე მეორე დიპლომატია, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს. გუშინ საგარეო უწყებაში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი იმყოფებოდა.
ნანახია: 153
მსგავსი სიახლეები
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
"ფორმულა" ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდ
"ფორმულა" ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, რომლის მიზანი კრიტიკული აზრის ჩახშობაა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ
შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა,
შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა, არავინ არაფერს გამიჯვნია. არც ექიმი და არც ვექილი. ამ "ხალხის მდინარეში" ერთი კაციც კი არ აღმოჩნდა, ვინც დინების საწინააღმდეგოდ გაცურავდა
საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა
clickss