პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მე-10 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის ანგარიში წარადგინა და სამოქმედო გეგმის თაობაზე ისაუბრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მე-10 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის ანგარიში წარადგინა და სამოქმედო გეგმის თაობაზე ისაუბრა.
პლენარულ სხდომაზე შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ მეათე მოწვევის პარლამენტის მიერ განვლილი ოთხი წელი აღსავსე იყო წინააღმდეგობებით, უცხო გავლენებითა და შიდა საქმეებში ჩარევით, დესტრუქციული ჯგუფების მიერ სახელმწიფოს საფუძვლების რყევით, თუმცა, სწორედ ამ რთულ დროს გამოჩნდა ქართველი ხალხის ერთგულება, სიბრძნე და ნდობა.
შალვა პაპუაშვილმა ასევე აქცენტი გააკეთა შიდაპოლიტიკურ და ქვეყნის გარეთ არსებულ ვითარებაზე.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მეათე მოწვევის პარლამენტი იქცა შემობრუნების წერტილად.
„დღეს ჩვენ ვაგრძელებთ დაწყებულ საქმეს და ქვეყნის ინტერესების შემდგომ მსახურებას. ქვეყნის გამთლიანება და თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობა არის ჩვენი ორი უმთავრესი ეროვნული ამოცანა, ყველა სხვა მიზანი, განზრახვა და მისწრაფება ამ ორი საზომით გაიზომება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშს საკანონმდებლო ორგანოში ესწრებოდნენ: საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კონსტიტუციური ორგანოების, მთავრობის, ავტონომიური რესპუბლიკების, მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები.
ნანახია: 441
მსგავსი სიახლეები

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის
უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე თბილისში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით გამოსვლ
თბილისის ჩელენჯერზე გამარჯვების შემთხვევაში საბა ფურცელაძე 8 350 დოლარსა და 50 სარეიტინგო

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო ATP Challenger Tour-ის ტურნირს მასპინძლობს
ამჟამად მერვედფინალში საბა ფურცელაძე იასპარეზებს. მომდევნო ეტაპზე გადასვლას კი ხვალ

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ლა-ნუსიას ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!
პარიზის ოლიმპიადის შემდეგ, რომელზეც ლაშა ბექაური მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ეს პირველი

ინდონეზიამ დააკავა გემი, რომელსაც 426 მილიონი დოლარის მეტამფეტამინი და კოკაინი გადაჰქონდა
საზღვაო ფლოტის განცხადებით, ხელისუფლებამ გემი მაშინ დააკავა, როდესაც ის ცდილობდა შუქების
clickss