ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა!

ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან წავიდა. განცხადება ამის შესახებ მან პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„დღეს „ქართული ოცნება“ საბოლოოდ ჩამოყალიბდა ერთიან და ძლიერ პოლიტიკურ ძალად და, ბუნებრივია, ამაში განსაკუთრებული როლი აქვს ჩვენი პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც არის ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი. მან ყველაზე კრიტიკულ მომენტში შეძლო გუნდის კონსოლიდაცია, შეინარჩუნა ერთიანობა, მისი ლიდერობით კი „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანასა და საზოგადოებას უდიდესი საფრთხეები ააცილა და, ამავდროულად, მოუტანა ხელშესახები პროგრესი და განვითარება ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით.
ამ ფონზე მიმაჩნია, რომ ის საპატიო მისია, რომელიც მე თავის დროზე, პოლიტიკაში დაბრუნებისას ჯერ თავდაცვის მინისტრად და შემდეგ უკვე მეორედ პრემიერ-მინისტრად დანიშვნით და ბოლოს უკვე პარტიის თავმჯდომარედ არჩევით დამეკისრა ჩვენი პარტიის დამფუძნებლის და გუნდის მხრიდან, შეიძლება ითქვას, რომ უკვე შევასრულე. ახლა ვეღარ ვხედავ პარტიის თავმჯდომარედ და, ზოგადად, პოლიტიკაში დარჩენის საჭიროებას. სწორედ ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტი და პოლიტიკიდან გავიდე, საკუთარი ქვეყნის სამსახური კი სხვა პოზიციიდან განვაგრძო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ 2024 წლის პირველ თებერვალს აირჩიეს.
ირაკლი ღარიბაშვილი ორჯერ იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი – ჯერ 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 30 დეკემბრამდე, მეორედ კი – 2021 წლის 22 თებერვლიდან 2024 წლის 29 იანვრამდე.
წყარო: 1tv.ge
ნანახია: 772
მსგავსი სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ელინა ვალტონენი 13-15 ოქტომბერს აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს ეწვე
ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ელინა ვალტონენი 13-15 ოქტომბერს აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს ეწვევა

არჩილ გორდულაძე - დღეს მათ უწევთ თქვან, რომ არჩევნები შედგა და არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს, ეს მათ
არჩილ გორდულაძე - დღეს მათ უწევთ თქვან, რომ არჩევნები შედგა და არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს, ეს მათი არჩევანიც არ არის, ეს არის მათი პატრონებისგან გაცემული დავალება და ამ დავალებასაც, როგორც ყურმოჭრილ მონებს შეეფერებათ, ასრულებენ

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა
“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს აღკვეთის ღო
პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ
clickss