ერთობლივი პრეს-რელიზი - სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს სამმხრივი შეხვედრა

2025 წლის 17 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვის ინიციატივით, თბილისში გაიმართა საქართველოს, სომხეთის რესპუბლიკისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამმხრივი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების დონეზე.
შეხვედრის დასაწყისში, მონაწილეები - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი ლაშა დარსალია, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი ვაჰან კოსტანიანი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი ელნურ მამმადოვი - მიესალმნენ სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის წარმომადგენელთა პირველ სამმხრივ შეხვედრას და აღნიშნეს, რომ სამ ქვეყანას გააჩნია თანამშრომლობის ჯერ კიდევ აუთვისებელი პოტენციალი, რომელიც უნდა დაეფუძნოს ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ პატივისცემას.
შეხვედრა ორიენტირებული იყო საერთო ინტერესის სფეროებში სამმხრივი თანამშრომლობის განვითარებაზე, რომლის მიზანს წარმოადგენს რეგიონში მდგრადი ეკონომიკური ზრდა და კეთილდღეობის ხელშეწყობა. გარდა ამისა, აღნიშნულ სფეროებში თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საერთო გამოწვევების დაძლევას და საბოლოო ჯამში, თავის წვლილს შეიტანს სამხრეთ კავკასიის რეგიონის გრძელვადიანი სტაბილურობისა და სწრაფი განვითარების უზრუნველყოფაში. შეხვედრა ემსახურებოდა აზრთა ღია გაზიარებისა და თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებებზე ხედვების წარმოდგენას.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დადებითად შეაფასეს შეხვედრის პოზიტიური და კონსტრუქციული გარემო, რომელიც განიხილება როგორც საწყისი ეტაპი ნდობის განმტკიცებისათვის და დიალოგის უფრო მაღალ დონეზე წარმართვისათვის.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივი პრეს-რელიზი
ნანახია: 508
მსგავსი სიახლეები

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის
უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე თბილისში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით გამოსვლ
თბილისის ჩელენჯერზე გამარჯვების შემთხვევაში საბა ფურცელაძე 8 350 დოლარსა და 50 სარეიტინგო

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო ATP Challenger Tour-ის ტურნირს მასპინძლობს
ამჟამად მერვედფინალში საბა ფურცელაძე იასპარეზებს. მომდევნო ეტაპზე გადასვლას კი ხვალ

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ლა-ნუსიას ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!
პარიზის ოლიმპიადის შემდეგ, რომელზეც ლაშა ბექაური მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ეს პირველი

ინდონეზიამ დააკავა გემი, რომელსაც 426 მილიონი დოლარის მეტამფეტამინი და კოკაინი გადაჰქონდა
საზღვაო ფლოტის განცხადებით, ხელისუფლებამ გემი მაშინ დააკავა, როდესაც ის ცდილობდა შუქების
clickss