2025-06-02

18:15

აჭარის უმაღლესმა საბჭომ მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა დაამტკიცა

პოლიტიკა
07-04-2025 17:04

აჭარის უმაღლესმა საბჭომ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა 12 ხმით დაამტკიცა, – ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

მათივე ცნობით, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი თავმჯდომარის, სულხან თამაზაშვილის კანდიდატურასა და მის მიერ დასახელებულ მინისტრობის კანდიდატებს ერთიანად უყარეს კენჭი.

„სხდომაზე ყურადღება გამახვილდა საინვესტიციო პროექტებზე, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაგეგმილ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე.

კენჭისყრამდე კანდიდატებმა უპასუხეს კანონმდებელთა შეკითხვებს, მოისმინეს მათი მოსაზრებები და წინადადებები.

მთავრობის ახლადდამტკიცებულმა თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, დავით გაბაიძესა და საკანონმდებლო ორგანოს წევრებს მადლობა გადაუხადა ნდობისთვის და აღნიშნა, რომ აქტიური თანამშრომლობით ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთებას შეძლებენ ქვეყნისა და რეგიონისთვის.

პლენარულ სხდომამდე საკანონმდებლო ორგანოში გაიმართა საკომიტეტო მოსმენები, ბიუროსა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომები, სადაც მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, მინისტრთა კაბინეტის უცვლელ შემადგენლობასთან ერთად, სამთავრობო პროგრამა, სამოქმედო გეგმა და სამომავლო ხედვები წარმოადგინა“, – აღნიშნულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, რიგგარეშე პლენარული სხდომა დახურული იყო.

მსგავსი სიახლეები

2025-05-23 12:46
სპორტი

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის

უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან

2025-05-21 16:14
სპორტი

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე თბილისში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით გამოსვლ

თბილისის ჩელენჯერზე გამარჯვების შემთხვევაში საბა ფურცელაძე 8 350 დოლარსა და 50 სარეიტინგო

2025-05-21 05:51
სპორტი

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო ATP Challenger Tour-ის ტურნირს მასპინძლობს

ამჟამად მერვედფინალში საბა ფურცელაძე იასპარეზებს. მომდევნო ეტაპზე გადასვლას კი ხვალ

2025-05-19 11:31
სპორტი

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ლა-ნუსიას ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!

პარიზის ოლიმპიადის შემდეგ, რომელზეც ლაშა ბექაური მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ეს პირველი

2025-05-16 18:08
პოლიტიკა

ინდონეზიამ დააკავა გემი, რომელსაც 426 მილიონი დოლარის მეტამფეტამინი და კოკაინი გადაჰქონდა

საზღვაო ფლოტის განცხადებით, ხელისუფლებამ გემი მაშინ დააკავა, როდესაც ის ცდილობდა შუქების





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები