2025-04-16

19:11

ირაკლი კობახიძე - ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სულხან თამაზაშვილის საქმიანობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე, ბევრი რამ გაკეთდა აჭარისთვის და ამ საქმეს სჭირდება ღირსეული გაგრძელება

პოლიტიკა
05-04-2025 10:58

ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სულხან თამაზაშვილის საქმიანობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე. გასული წლების განმავლობაში აჭარაში განხორციელდა უმნიშვნელოვანესი პროექტები და ამ საქმეს ღირსეული გაგრძელება სჭირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა. 

მთავრობის მეთაურმა გაწეული საქმიანობისთვის თორნიკე რიჟვაძეს მადლობა გადაუხადა.

„თორნიკე რიჟვაძე 7 წლის განმავლობაში ემსახურებოდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, ჩვენი ქვეყნის ამ უმნიშვნელოვანეს მხარეს. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა აჭარისთვის გასული წლების განმავლობაში, განხორციელდა უმნიშვნელოვანესი პროექტები, პროგრამები იმისათვის, რომ განვითარდეს ჩვენი ქვეყნის ეს უმნიშვნელოვანესი, ულამაზესი მხარე. რა თქმა უნდა, ამ საქმეს სჭირდება ღირსეული გაგრძელება. ვფიქრობთ, წარმოგიდგენთ ძალიან ღირსეულ კანდიდატს, სულხან თამაზაშვილს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან სტრუქტურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, წლების მანძილზე ღირსეულად ემსახურებოდა ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს ქვეყანას. ის არის აჭარელი, აჭარაში დაბადებული, გაზრდილი და, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მისი საქმიანობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე. მას აქვს გამოცდილება, შესაბამისი უნარ-ჩვევები იმისთვის, რომ სათანადოდ წარმართოს თავისი საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განვითარებასთან. ბევრი გამოწვევაა ჩვენ წინაშე და დარწმუნებული ვარ, რომ ამ გამოწვევებს სულხან თამაზაშვილი თავს საუკეთესოდ გაართმევს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის უმაღლეს საბჭოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე დასამტკიცებლად, საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერის  საფუძველზე, სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა წარუდგინა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

მსგავსი სიახლეები

2025-04-16 14:11
პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი: საუკუნოვანმა მეგობრობამ და საერთო, კარგად გააზრებულმა პოლიტიკამ საშუალება მო

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საერთო მომავალი სამხრეთ კავკასიის წარმატებული, ეკონომიკურად ძლიერი

2025-04-16 10:37
პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი მონტენეგროს დიასპორის მინისტრს შეხვდა

ყურადღება გამახვილდა დიასპორასთან დაკავშირებულ ნოვატორულ სახელმწიფო პროგრამებზე, რომელთა

2025-04-15 11:35
სპორტი

ქართველი ძალოსანი გოდერძი ბერდელიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ქართველმა ძალოსანმა ატაცში 123 კგ დაძლია და მესამე ადგილი დაიკავა; აკვრაში 154 კგ დააფიქსირა

2025-04-15 10:45
პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ყაველაშვილს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი უმასპინძლებს

2025-04-15 10:23
ეკონომიკა

„საქართველოს თევზმომშენებელთა ასოციაციის“ ინიციატივით, FAO-ს და ხმელთაშუა და შავი ზღვის თევზჭერის გე

სემინარში მონაწილეობენ ჰუსამ ჰამზა და სინდი სიმეონოვა-GFCM; ნინო გერზმავა, ასოციაციის გამგეობის წევრი





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები