ესპანეთში, სლოვენიასა და ვატიკანში საქართველოს ახალი ელჩები დაინიშნენ

ესპანეთის სამეფოში, სლოვენიის რესპუბლიკასა და წმინდა საყდართან საქართველოს ახალი ელჩები ჰყავს. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრციაში განუცხადეს.
ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ალექსანდრე ჭკუასელი დაინიშნა. იგი 2003 წლიდან საგარეო უწყებაში და საქართველოს დიპლომატიურ მისიებში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა. ალექსანდრე ჭკუასელი იყო ქ. ბარსელონაში საქართველოს გენერალური კონსული. მას მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.
სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტზე კონსტანტინე სურგულაძე დაინიშნა. კონსტანტინე სურგულაძე საგარეო უწყებაში 1997 წლიდან მუშაობს. სხავდასხვა დროს იყო ნიდერლანდების სამეფოსა და იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. იგი ასევე გახლდათ საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
წმინდა საყდართან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა დავით მექვაბიშვილი. იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოში იერუსალიმის, როდოსისა და მალტის წმინდა იოანეს სახელობის სამხედრო სუვერენული ორდენის საელჩოში, ასევე იყო ააიპ კარდინალ პიო ლაგის ფონდის დირექტორი, მინიჭებული აქვს მალტის ორდენის ღირსების ორდენის კავალერის ჯილდო.
ნანახია: 296
მსგავსი სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი: საუკუნოვანმა მეგობრობამ და საერთო, კარგად გააზრებულმა პოლიტიკამ საშუალება მო
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საერთო მომავალი სამხრეთ კავკასიის წარმატებული, ეკონომიკურად ძლიერი

მაკა ბოჭორიშვილი მონტენეგროს დიასპორის მინისტრს შეხვდა
ყურადღება გამახვილდა დიასპორასთან დაკავშირებულ ნოვატორულ სახელმწიფო პროგრამებზე, რომელთა

ქართველი ძალოსანი გოდერძი ბერდელიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ქართველმა ძალოსანმა ატაცში 123 კგ დაძლია და მესამე ადგილი დაიკავა; აკვრაში 154 კგ დააფიქსირა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა
მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ყაველაშვილს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი უმასპინძლებს

„საქართველოს თევზმომშენებელთა ასოციაციის“ ინიციატივით, FAO-ს და ხმელთაშუა და შავი ზღვის თევზჭერის გე
სემინარში მონაწილეობენ ჰუსამ ჰამზა და სინდი სიმეონოვა-GFCM; ნინო გერზმავა, ასოციაციის გამგეობის წევრი
clickss