ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლებების კონგრესის სესიაზე საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღეს!

ევროსაბჭოს კონგრესში საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღეს. შესაბამისი რეზოლუცია ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლებების კონგრესის სესიაზე იქნა მიღებული, რომელიც სტრასბურგში ჩატარდა.
რეზოლუცია ეხება „საქართველოში ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის მდგომარეობას“. მას მხარი 101-მა წევრმა დაუჭირა, 10 წინააღმდეგი იყო.
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ დელეგაცია მძიმე შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში მიმდინარე გაღრმავებული პოლარიზაციის გამო.
„ბოლო ორი წლის განმავლობაში დაფიქსირებულმა დემოკრატიის სწრაფმა და დრამატულმა გაუარესებამ სულ უფრო ნეგატიური გავლენა მოახდინა ადგილობრივ დემოკრატიაზე საქართველოში. ეს პროცესი კიდევ უფრო გამწვავდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომლებიც უარყოფილ იქნა ყველა ოპოზიციური პარტიის, აგრეთვე ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიერ გამჭვირვალობის სერიოზული პრობლემების გამო და ამის შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.
კონგრესი ასევე შეშფოთებას გამოხატავს „არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიაში არსებული რთული სამუშაო პირობების გამო მას შემდეგ, რაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის” (FARA) სადავო მიღება მოხდა“.
„დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული, მხარდაჭერილი და ხელშეწყობილი, მიუხედავად იმისა, კრიტიკული იქნება იგი ხელისუფლების მიმართ თუ საერთაშორისო გავლენის ქვეშ იქნება. სამართალდამცავი ორგანოების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ოპონენტების სასტიკმა რეპრესიებმა ქვეყნის მასშტაბით და, განსაკუთრებით, თბილისში, დაარღვია როგორც გამოხატვის, ასევე შეკრების თავისუფლება.
ამასთან, საქართველოში შეკრების თავისუფლება შეზღუდა ბოლო დროს მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა სანქციების გაზრდასა და საჯარო დემონსტრაციებთან დაკავშირებული ჯარიმების შესახებ. ეს გადაწყვეტილება ადგილობრივ ხელისუფლებას დემოკრატიულ სტანდარტებთან შეუსაბამო გადაწყვეტილებების მიღებისკენ უბიძგებს“, – ნათქვამია რეზოლუციაში.
როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, „სახელმწიფო ინსტიტუტების ინსტრუმენტალიზაციამ, მათ შორის ადგილობრივ დონეზე, გამოიწვია საჯარო მოხელეების მასობრივი გათავისუფლებები, დაშინება და ზეწოლა, რასაც ხელი შეუწყო საჯარო სამსახურის შესახებ კანონში განხორციელებულმა ცვლილებებმა“.
საუბარია ასევე, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მიერ ბოლო პერიოდში გამოქვეყნებულ ანგარიშებში გამოხატულ შეშფოთებაზე, „რომელიც საჯარო ადმინისტრაციის პოლიტიზებასთან, ადმინისტრაციული რესურსების მასშტაბურად ბოროტად გამოყენებასთან და საარჩევნო კამპანიების დროს ამომრჩევლებზე ზეწოლასთან არის დაკავშირებული“.
„საქართველოში ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩარჩო ბოლო არჩევნების შემდეგ 20-ზე მეტჯერ შეიცვალა ფართომასშტაბიანი კონსულტაციებისა და კონსენსუსის გარეშე. ეს არ შეესაბამება საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობის პრინციპს. აღნიშნულმა ცვლილებებმა გააძლიერა მმართველი პარტიის გავლენა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე, რითიც საფრთხე ექმნება მის დამოუკიდებლობას“, – ნათქვამია რეზოლუციაში.
დელეგაცია აღნიშნავს, რომ „სწორედ ამ ხარვეზებმა და გამოწვევებმა, საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, დაუკარგა ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ, რამაც დააზიანა ადგილობრივი დემოკრატია, რაც ხელს უშლის 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების ჩატარების სანდოობას, სინამდვილეში, ეს რისკს უქმნის სიტუაციის გამწვავებას“.
ნანახია: 424
მსგავსი სიახლეები

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის
უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე თბილისში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით გამოსვლ
თბილისის ჩელენჯერზე გამარჯვების შემთხვევაში საბა ფურცელაძე 8 350 დოლარსა და 50 სარეიტინგო

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო ATP Challenger Tour-ის ტურნირს მასპინძლობს
ამჟამად მერვედფინალში საბა ფურცელაძე იასპარეზებს. მომდევნო ეტაპზე გადასვლას კი ხვალ

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ლა-ნუსიას ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!
პარიზის ოლიმპიადის შემდეგ, რომელზეც ლაშა ბექაური მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ეს პირველი

ინდონეზიამ დააკავა გემი, რომელსაც 426 მილიონი დოლარის მეტამფეტამინი და კოკაინი გადაჰქონდა
საზღვაო ფლოტის განცხადებით, ხელისუფლებამ გემი მაშინ დააკავა, როდესაც ის ცდილობდა შუქების
clickss