2025-11-05

17:43

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, საგარეო საქმეთა მინისტრს რაშიდ მერედოვს შეხვდა

პოლიტიკა
07-03-2025 17:44

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი,  საქართველოს პრემიერ-მინისტრის თურქმენეთში ვიზიტის ფარგლებში,  თურქმენ კოლეგას, თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, საგარეო საქმეთა მინისტრს რაშიდ მერედოვს შეხვდა. 

შეხვედრაზე დადებითად შეფასდა პოლიტიკურ დონეზე არსებული ურთიერთობები, აღინიშნა მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების მნიშვნელობა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და თურქმენეთის პრეზიდენტის შეხვედრას უმაღლეს დონეზე.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებული თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. ხაზი გაესვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობას, ასევე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, ენერგეტიკის სფეროებში მიღწევებს და პარტნიორობის განვითარების პერსპექტივებს. 

შეხვედრაზე ხაზი გაესვა „შავი ზღვა - კასპიის ზღვის“ სატრანსპორტო-სატრანზიტო პროექტს. საუბარი შეეხო ასევე შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს, რომელშიც, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული როლი ექნება. 

მხარეებმა ხაზი გაუსვეს რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას, ორ ქვეყანას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას, როგორც ორმხრივ დონეზე, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, ასევე მრავალწლიან ურთიერთობათა მეგობრულ ხასიათს.

თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რაშიდ მერედოვმა მადლობა გადაუხადა ქართველ კოლეგას საერთაშორისო პლატფორმებზე თურქმენეთის მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებულად ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და ნდობაზე დამყარებულ პარტნიორულ ურთიერთობებს, დააფიქსირა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერა. 

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხელი მოაწერა შემდეგ დოკუმენტებს:

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის 2025-2026 წლებისათვის თანამშრომლობის პროგრამა“;

შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის საბაჟო სფეროში თანამშრომლობისა და ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“.

მსგავსი სიახლეები

2025-10-21 10:15
პოლიტიკა

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

2025-10-20 14:52
პოლიტიკა

"ფორმულა" ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდ

"ფორმულა" ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, რომლის მიზანი კრიტიკული აზრის ჩახშობაა

2025-10-20 10:08
პოლიტიკა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ

2025-10-16 10:47
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა,

შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა, არავინ არაფერს გამიჯვნია. არც ექიმი და არც ვექილი. ამ "ხალხის მდინარეში" ერთი კაციც კი არ აღმოჩნდა, ვინც დინების საწინააღმდეგოდ გაცურავდა

2025-10-14 10:32
პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები