საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ხვალ თურქეთში ვიზიტით გაემგზავრება!

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ხვალ თურქეთში ვიზიტით გაემგზავრება. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი თავის ქართველ კოლეგასთან შეხვედრას გამართავს დედაქალაქ ანკარაში. ორი მეზობელი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ბევრი საკითხი იქნება განხილული. ფიდანი აცხადებს, რომ თურქეთი განაგრძობს საქართველოს ევროპულ-ატლანტიკურ ორგანიზაციებში ინტეგრაციის მცდელობების მტკიცე მხარდაჭერას.
მინისტრი ფიდანი ხაზს გაუსვამს საქართველოსთან და აზერბაიჯანთან შექმნილი სამმხრივი მექანიზმის მნიშვნელობას და ამ მექანიზმის წვლილს რეგიონულ თანამშრომლობაში, მშვიდობასა და სტაბილურობაში. თურქეთი 16 წელია საქართველოს ნომერი პირველი სავაჭრო პარტნიორია.
ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 3 მილიარდ დოლარს აღემატება.
ამ კონტექსტში, შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობები და სავაჭრო საკითხებიც იქნება განხილული. მინისტრი ფიდანი თავის ქართველ კოლეგას განუცხადებს, რომ შუა დერეფანი მნიშვნელოვანია რეგიონისთვის და მის ფარგლებს გარეთაც.
ამ კონტექსტში განხილული იქნება შუა დერეფნის ხერხემლის - ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სრული სიმძლავრით ამუშავებისთვის ერთობლივი ძალისხმევის საჭიროება.
შეხვედრაზე ასევე მოსალოდნელია, რომ მესხი თურქები იქნება განხილული საკითხებს შორის.
სტუმარ მინისტრს ასევე ეცნობება, რომ თურქეთი მზადაა გაუწიოს ყველანაირი საჭირო დახმარება მესხი თურქების სამშობლოში, საქართველოში დაბრუნებას.
ნანახია: 365
მსგავსი სიახლეები

ერთობლივი პრეს-რელიზი - სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს სამმხრივი შეხვედრა
შეხვედრის დასაწყისში, მონაწილეები - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი ლაშა

სლოვაკეთში, ირლანდიასა და მალაიზიაში საქართველოს ახალი ელჩები დაინიშნენ!
ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად სოფიო ქაცარავა დაინიშნა. აღსანიშნავია, რომ

თბილისში საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების შეხვედრა იმ
უწყების ცნობით, შეხვედრა გახსნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, რის შემდეგაც

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი EBRD-ის დირექტორს ტამაშ ვოჟნიტს შეხვდ
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში EBRD-ის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და

ირაკლი კობახიძე - „დიფ სთეითი“ რაც მეტად დასუსტდება, მით მეტია პერსპექტივა, გადაიტვირთოს ურთიერთობებ
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არსებობს სურვილი, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა
clickss