2025-04-19

19:21

ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

პოლიტიკა
13-02-2025 16:22

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით „საქართველოში პოლიტიკური ვითარების გაუარესების შესახებ“. მიღებული რეზოლუცია ხუთი პოლიტიკური ჯგუფის დეპუტატების მიერ წარდგენილ პროექტებს აერთიანებს.

კენჭისყრაზე რეზოლუციას მხარი დაუჭირა 400-მა დეპუტატმა, 63 წინააღმდეგი იყო, 81-მა თავი შეიკავა.

„ევროპარლამენტარები: საქართველოს თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას ლეგიტიმაცია არ გააჩნია. ევროპარლამენტი საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს აღიარებს. მოუწოდებს ევროკავშირს, დააწესოს სანქციები წამყვანი ქართველი პოლიტიკოსების მიმართ, ასევე ახალი არჩევნების ჩატარებისკენ, რომელიც ერთადერთი გამოსავალია საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან. ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას, შეუერთდნენ საქართველოს თვითგამოცხადებული ხელისუფლების მიმართ ბოიკოტს, რომელსაც  ქვეყნის დემოკრატიის შესუსტებასა და დისიდენტების წინააღმდეგ რეპრესიებში ადანაშაულებენ. მიღებულ რეზოლუციაში ევროპარლამენტი უარს აცხადებს, აღიაროს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებული ხელისუფლება 2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მათ შორის ახლად დანიშნული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, შეუერთდეს საქართველოს მმართველი ელიტის ბოიკოტს. ევროპარლამენტარები კვლავ აღიარებენ, სალომე ზურაბიშვილს საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად და მოუწოდებენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ანტონიო კოსტას, მოიწვიოს იგი ქვეყნის წარმომადგენლად ევროპული საბჭოსა და ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მომავალ შეხვედრებზე. სადავო არჩევნების შემდეგ, რომელმაც საქართველო პოლიტიკურ და კონსტიტუციურ კრიზისში ჩააგდო, ქვეყანაში მიმდინარეობს მშვიდობიანი მასობრივი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები, რომლებსაც პოლიციისა და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალადობრივი და რეპრესიული პასუხი მოჰყვა. შედეგად, ევროპარლამენტარები მოითხოვენ, ევროპულმა საბჭომ და ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა დააწესონ პერსონალური სანქციები საქართველოს იმ თანამდებობის პირებისა და პოლიტიკური ლიდერების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიის უკუსვლაზე, არჩევნების გაყალბებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევებსა და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაზე. ეს მათ შორის მოიცავს, გავლენიან ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, ასევე პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენების გამომტან მოსამართლეებსა და დეზინფორმაციის გამავრცელებელ მედიის წარმომადგენლებს. საჭიროა ახალი არჩევნები“, – ნათქვამია რეზოლუციასთან დაკავშირებულ პრესრელიზში, რომელიც ევროპარლამენტმა გაავრცელა.

ამასთან, პრესრელიზის მიხედვით, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ საჭიროა ახალი არჩევნების ჩატარება.

„რეზოლუცია ასევე ადასტურებს, რომ საქართველოში არსებული კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რომელიც ევროპარლამენტარების აზრით, უნდა გაიმართოს მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში და ჩატარდეს გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, ზედამხედველობა გაუწიოს დამოუკიდებელმა, მიუკერძოებელმა საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთაშორისო დამკვირვებლების მონიტორინგით. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ ევროინტეგრაციისა და ნატო-ში გაწევრიანების გზიდან გადახვევის გამო ღრმა მწუხარებით, პარლამენტი კვლავ ადასტურებს თავის მტკიცე მხარდაჭერას ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებების მიმართ“, – ნათქვამია პრესრელიზში.

წყარო: 1tv.ge

მსგავსი სიახლეები

2025-04-17 19:25
პოლიტიკა

ერთობლივი პრეს-რელიზი - სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს სამმხრივი შეხვედრა

შეხვედრის დასაწყისში, მონაწილეები - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი ლაშა

2025-04-17 18:49
პოლიტიკა

სლოვაკეთში, ირლანდიასა და მალაიზიაში საქართველოს ახალი ელჩები დაინიშნენ!

ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად სოფიო ქაცარავა დაინიშნა. აღსანიშნავია, რომ

2025-04-17 13:32
პოლიტიკა

თბილისში საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების შეხვედრა იმ

უწყების ცნობით, შეხვედრა გახსნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, რის შემდეგაც

2025-04-17 11:13
ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი EBRD-ის დირექტორს ტამაშ ვოჟნიტს შეხვდ

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში EBRD-ის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და

2025-04-17 11:08
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე - „დიფ სთეითი“ რაც მეტად დასუსტდება, მით მეტია პერსპექტივა, გადაიტვირთოს ურთიერთობებ

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არსებობს სურვილი, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები