პარლამენტმა სამი პოლიტიკური გაერთიანების წევრ 49 დეპუტატს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა

საკანონმდებლო ორგანომ სამი პოლიტიკური გაერთიანების წევრ 49 დეპუტატს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა.
პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ: „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ წევრებს: ნანა მალაშხიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძეს, გიორგი ლემონჯავას, თენგიზ თევზაძეს, ცოტნე კობერიძეს, გიორგი კირთაძეს, ივანე ჭყონიას, ხათუნა სამნიძეს, ოქტაი ქაზუმოვს, მაია კოპალეიშვილს, ბორისი ყურუას, ანა გოგოლაძეს, გიორგი ბუტიკაშვილს, გიორგი იმედაშვილს, ელენე ხოშტარიას, სოფია გოლეთიანს, მარიკა არევაძეს, ანი ქავთარაძეს;
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” წევრებს: თინათინ ბოკუჩავას, გიორგი ვაშაძეს, სოფიო ჯაფარიძეს, კობა ნაყოფიას, გაიოზ ჯაფარიძეს, პეტრე ცისკარიშვილს, გიორგი წერეთელს, ირაკლი ხვადაგიანს, თამარ კორძაიას, ირაკლი ფავლენიშვილს, კახაბერ ოქრიაშვილს, რამაზ ნიკოლაიშვილს, ეკატერინე ხერხეულიძეს, ლევან ხაბეიშვილს, ლაშა ბაქრაძეს, ანა წითლიძეს.
„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!” წევრებს: მამუკა ხაზარაძეს, ანა დოლიძეს, ბადრი ჯაფარიძეს, ანა ნაცვლიშვილს, ლევან ცუცქირიძეს, ირაკლი კუპრაძეს, ქეთევან თურაზაშვილს, საბა ბუაძეს, სალომე სამადაშვილს, დათუნა რაქვიაშვილს, თამარ ლალიაშვილს, გრიგოლ გეგელიას, ლევან სამუშიას, ფიქრია ჩიხრაძეს.
როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, სამი პოლიტიკური გაერთიანების წევრებმა პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს განცხადებით მიმართეს.
„კომიტეტმა იმსჯელა და მხარი დაუჭირა მათ წერილობით განცხადებას უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ნანახია: 448
მსგავსი სიახლეები

ერთობლივი პრეს-რელიზი - სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს სამმხრივი შეხვედრა
შეხვედრის დასაწყისში, მონაწილეები - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი ლაშა

სლოვაკეთში, ირლანდიასა და მალაიზიაში საქართველოს ახალი ელჩები დაინიშნენ!
ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად სოფიო ქაცარავა დაინიშნა. აღსანიშნავია, რომ

თბილისში საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების შეხვედრა იმ
უწყების ცნობით, შეხვედრა გახსნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, რის შემდეგაც

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი EBRD-ის დირექტორს ტამაშ ვოჟნიტს შეხვდ
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში EBRD-ის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და

ირაკლი კობახიძე - „დიფ სთეითი“ რაც მეტად დასუსტდება, მით მეტია პერსპექტივა, გადაიტვირთოს ურთიერთობებ
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არსებობს სურვილი, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა
clickss