ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი ასამბლეას საქართველოს დელეგაციის მანდატების გარკვეული პირობებით აღიარებისა და არაღიარების ორ ვარიანტს სთავაზობს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტი საპარლამენტო ასამბლეას საქართველოსთან დაკავშირებით ორ ვარიანტს სთავაზობს: საქართველოს დელეგაციის მანდატების გარკვეული პირობებით აღიარების, ან არაღიარების კუთხით, - ამის თაობაზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სამუშაო დოკუმენტს მონიტორინგის კომიტეტი ავრცელებს.
„2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოვლენები, მათ შორის შეკრების თავისუფლების დარღვევის შემთხვევები, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების რეპრესირება ეწინააღმდეგება საქართველოს წევრობის ვალდებულებებს და ევროპის საბჭოში წევრობის ვალდებულებებსაც. შესაბამისად, ასამბლეას [საქართველოს] ოფიციალური პირებისგან ცხადი გარანტიები სჭირდება, რომ ისინი გულწრფელად აპირებენ დემოკრატიული უკუსვლის შემობრუნებას და წევრობის ვალდებულებების შესრულებას“, - აღნიშნულია მონიტორინგის კომიტეტის განცხადებაში.
შემდგომში, მონიტორინგის კომიტეტი ასამბლეას ორ ვარიანტს სთავაზობს.
პირველი ვარიანტის თანახმად, მოხდება საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირება იმ პირობით, რომ 2025 წლის აპრილამდე საქართველოს ოფიციალური პირები: დაიწყებენ “ნამდვილად დემოკრატიული ახალი არჩევნების ჩასატარებლად საარჩევნო გარემოს” შექმნაზე მუშაობას ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად; გადადგამენ ნაბიჯებს ევროკავშირში გაწევრიანების აღსადგენად; დაასრულებენ პოლიციურ სისასტიკეს და ადამიანის უფლებების დარღვევებს; შეწყვეტენ დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო ლიდერების წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურების ბოროტად გამოყენებას და ბოლომდე პატივს სცემენ გამოხატვისა და შეკრების უფლებას.
ამ ვარიანტში, ასამბლეა 2025 წლის აპრილში შეაფასებს ამ პუნქტებზე საქართველოს პროგრესს და საშუალება ექნება საქართველოს დელეგაციის მანდატებს გადახედოს, მათ შორის შეაჩეროს კიდევაც.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მიერ მომზადებულ მეორე ვარიანტში საქართველოს ოფიციალური პირებისადმი მოთხოვნები იგივე რჩება, ერთადერთი სხვაობა იმაში მდგომარეობს, რომ ამ ვარიანტში არ მოხდება PACE-ში საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირება.
ნანახია: 381
მსგავსი სიახლეები

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს ბიზნეს-გარემოსთან დაკავშირებით ევროკავშირის ანგარიშს აქვეყნ
პოლიტიკური არასტაბილურობა: 2024 წლის ივნისიდან ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებული პროცესი, მოახლოებულ

ფეხბურთში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა წლის პირველი მატჩებისთვის 25 ფეხბუ
B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელ ორმატჩიან პლეი-ოფში ჩვენი გუნდი სომხეთის ნაკრებს, 20 მარტს

ვაჟ ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრების, მწვრთნელების ღირსების ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების
2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ხელბურთელებმა ისტორიაში პირველად იასპარეზეს.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვ
აღინიშნა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მთავრობათაშორისი ეკონომიკური

პოდგორიცის ევროპის თასზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა
ვერცხლის მედლები მათე ბერუაშვილმა (-73 კგ) და საბა ქარდავამ (+100 კგ) მოიპოვეს, ბრინჯაოს მედალს
clickss