საგარეო უწყების ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილი თურქმენეთის ელჩს დოვლეტმირატ სეიტმამედოვს შეხვდა

2025 წლის 24 იანვარს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილი თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დოვლეტმირატ სეიტმამედოვს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველო-თურქმენეთის მაღალი დონის თანამშრომლობაზე როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. განსაკუთრებით გაესვა ხაზი სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებულ ურთიერთობებს და მზარდ პოტენციალს.
აღინიშნა ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მნიშვნელობა და მისი წარმატებული მუშაობა. დადებითი შეფასება მიეცა ქვეყნებს შორის არსებულ საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობას. შეხვედრაზე მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ საქართველოსა და თურქმენეთს შორის ჩამოყალიბებული მჭიდრო კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას.
ნანახია: 372
მსგავსი სიახლეები

ერთობლივი პრეს-რელიზი - სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს სამმხრივი შეხვედრა
შეხვედრის დასაწყისში, მონაწილეები - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი ლაშა

სლოვაკეთში, ირლანდიასა და მალაიზიაში საქართველოს ახალი ელჩები დაინიშნენ!
ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად სოფიო ქაცარავა დაინიშნა. აღსანიშნავია, რომ

თბილისში საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების შეხვედრა იმ
უწყების ცნობით, შეხვედრა გახსნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, რის შემდეგაც

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი EBRD-ის დირექტორს ტამაშ ვოჟნიტს შეხვდ
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში EBRD-ის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და

ირაკლი კობახიძე - „დიფ სთეითი“ რაც მეტად დასუსტდება, მით მეტია პერსპექტივა, გადაიტვირთოს ურთიერთობებ
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არსებობს სურვილი, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა
clickss