ევროკავშირი გიორგი გახარიაზე სასტიკ თავდასხმაში „ქართული ოცნების“ ჩართულობას „შოკისმომგვრელს“ უწოდებს

„გავრცელებული ცნობებით, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და ოპოზიციის ლიდერ გიორგი გახარიაზე სასტიკ თავდასხმაში ’ქართული ოცნების’ პოლიტიკოსების მონაწილეობა შოკისმომგვრელია“, – 15 იანვარს X პლატფორმაზე განაცხადა საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის წამყვანმა სპიკერმა, ანიტა ჰიპერმა.
გახარიას 14 იანვრის საღამოს ბათუმის სასტუმროში ჯგუფურად დაესხნენ თავს.
„ძალადობისა და დაუსჯელობის ადგილი არ არის არცერთ დემოკრატიაში – რომ აღარაფერი ვთქვათ ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაზე“, – აღნიშნა ანიტა ჰიპერმა.
15 იანვარს ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში გაავრცელა განცხადება, რომელშიც ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მოქალაქეებს კვლავ ემუქრება დაკავება ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობის გამო.
„მზია ამაღლობელის [ონლაინგამოცემების, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებელი და დირექტორი] და გურამ მურვანიძის [„ბათუმელების“ ოპერატორი] დაპატიმრება გამოხატვის თავისუფლებას უფრო მეტად აკნინებს. ყველა უსამართლოდ დაკავებული უნდა გათავისუფლდეს. ევროკავშირი სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვისკენ მოუწოდებს. დაუსჯელობა ვერ გაიმარჯვებს“, – ვკითხულობთ ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
დამატებითი ინფორმაცია
ნანახია: 739
მსგავსი სიახლეები

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება
თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

ბრიტანეთის საელჩო: ვგმობთ გერმანიის ელჩის მიმართ უსაფუძვლო და აგრესიულ პირად თავდასხმებს
ბრიტანეთის საელჩო: ვგმობთ გერმანიის ელჩის მიმართ უსაფუძვლო და აგრესიულ პირად თავდასხმებს

ირაკლი კობახიძე-ყოფილი მინისტრის დაკავება სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალურები
ირაკლი კობახიძე-ყოფილი მინისტრის დაკავება სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალურები

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს
"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა

ლევან ხაბეიშვილი დააკავეს
ლევან ხაბეიშვილი დააკავეს
clickss