2025-03-15

00:13

საქართველოში კერძო სექტორის წარმომადგენლები გაიფიცნენ

პოლიტიკა
17-01-2025 11:43

საქართველოში კერძო სექტორის ზოგიერთმა თანამშრომელმა 3-საათიანი გაფიცვით გააპროტესტა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერება. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" ავრცელებს ინფორმაციას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომელიც ეხება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების პროცესის 4 წლით შეჩერებას, 2024 წლის 28 ნოემბერს დაწყებული აქციები 49-ე დღეა გრძელდება.

დედაქალაქ თბილისისა და სხვა ქალაქებში კერძო სექტორის ზოგიერთმა თანამშრომელმა გუშინ ადგილობრივი დროით 15:00-დან 18:00 საათამდე შეწყვიტა მუშაობა და გააპროტესტა მთავრობის გადაწყვეტილება ევროკავშირთან დაკავშირებით.

სხვადასხვა სექტორის თანამშრომლებმა მთავრობას საპარლამენტო არჩევნების განახლებისკენ მოუწოდეს.

თბილისის ზოგიერთ უბანში დემონსტრანტები გამოვიდნენ თავიანთი სამუშაო ადგილების კარებთან, გაშალეს დროშები და ატარებდნენ ტრანსპარანტებს წარწერით „მე ვარ გაფიცვაში“.

საღამოს საათებში შოთა რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა დემონსტრანტებმა პარლამენტის შენობამდე მსვლელობა მოაწყვეს.

გაფიცულებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით გააპროტესტეს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შეჩერების გადაწყვეტილება და მოითხოვეს პატიმრობაში მყოფთა გათავისუფლება.

თბილისში აქციები პარლამენტის შენობის წინ გრძელდება.

ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიცია არ აღიარებენ მმართველი „ქართული ოცნების“ პარტიის მიერ მოგებულ საპარლამენტო არჩევნებს და პროტესტს გამოხატავენ მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შეჩერების გამო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის მთავრობა კი დასავლეთის მხარდაჭერით ზოგიერთ ძალას, ზურაბიშვილსა და ოპოზიციას ადანაშაულებს „ქუჩის აქციებით“ მთავრობის დამხობის მცდელობაში.

აშშ-მ და ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მიმართ სანქციები დააწესა.

მსგავსი სიახლეები

2025-03-14 12:59
პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების დასრულება რეგ

საქართველო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების დასრულებას სამშვიდობო

2025-03-14 12:49
სპორტი

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრები დაამარცხა

ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, თუმცა პირველი ნახევარი საქართველოს სასარგებლოდ 15:14 დასრულდა

2025-03-13 15:06
ეკონომიკა

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს ბიზნეს-გარემოსთან დაკავშირებით ევროკავშირის ანგარიშს აქვეყნ

პოლიტიკური არასტაბილურობა: 2024 წლის ივნისიდან ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებული პროცესი, მოახლოებულ

2025-03-13 14:14
სპორტი

ფეხბურთში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა წლის პირველი მატჩებისთვის 25 ფეხბუ

B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელ ორმატჩიან პლეი-ოფში ჩვენი გუნდი სომხეთის ნაკრებს, 20 მარტს

2025-03-12 11:36
სპორტი

ვაჟ ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრების, მწვრთნელების ღირსების ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების

2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ხელბურთელებმა ისტორიაში პირველად იასპარეზეს.





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები