ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა აცხადებს, რომ საქართველოში ვიზიტი გადადო

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა აცხადებს, რომ საქართველოში ვიზიტი გადადო. ამის შესახებ პია კაუმა სოციალურ ქსელში წერს.
„მსჯელობისა და საფუძვლიანი განხილვის შემდეგ, გადავწყვიტე, საქართველოში ვიზიტი გადავდო იმ დრომდე, ვიდრე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა ყველაზე ეფექტური იქნება. ჩვენ კვლავ მზად ვართ, მოვუსმინოთ ყველა ხმას და დახმარება გავუწიოთ ეუთო/ოდირის საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებაში“, – აცხადებს პია კაუმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა რიჰარდ კოლსმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი 8-10 იანვარს საქართველოში დელეგაციით ვიზიტს გეგმავს.
სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ პია კაუმას წერილით მიმართა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ვიზიტის გადადება იქნება საუკეთესო გადაწყვეტილება, ვიდრე რეჟიმი არ აიღებს ვალდებულებას არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მიმართ“.
ასევე, პია კაუმას წერილით მიმართა გიორგი გახარიამ, რომლის მიხედვითაც, გახარია მოუწოდებს პია კაუმას, გადახედოს თბილისში ვიზიტის მიზანსა და დროს.
წყარო: 1tv.ge
ნანახია: 691
მსგავსი სიახლეები

საქართველოს ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის შეთ
სასესხო შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის

"გურთიადის" თავმჯდომარემ, ბატონმა ოქტაი ოზთურქმა ანკარაში, ვეტერანთა შორის გამართულ მაგიდი
თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოში, "გურთიადის" სახელით ვულოცავთ ბატონ ოქტაი ოზთურქს

ევროკავშირის პრესსპიკერი - ევროკავშირი გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას, დაიწყოს ფრენები ოკუპირებულ სოხ
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ქმედება, რომელიც განხორციელდა ქართული ხელისუფლების თანხმობის

ქართველმა მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ, სეულის გრან-პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
სანდრო ბაზაძემ მეოთხედფინალში სამხრეთ კორეელ სან გუკ ოჰს ანგარიშით 15:11 სძლია. ქართველმა

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დივიზიონის A ჯგუფში იასპარეზებს
საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა ჯგუფის ყველა მატჩი მოიგო და ტურნირი პირველ ადგილზე დაასრულა
clickss