2025-04-20

02:37

საქართველოს პარლამენტში საქართველოს არჩეული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია გაიმართა

პოლიტიკა
29-12-2024 13:04

საქართველოს პარლამენტის სასახლეში დღეს საქართველოს არჩეული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია გაიმართა.

მ. ყაველაშვილმა ფიცი ქვეყნის კონსტიტუციასა და ბიბლიაზე დადო. ის ინაუგურაციაზე ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საარჩევნო კოლეგიის წევრები, რომელშიც შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობების, აჭარის და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოების, საქართველოს მთავრობის, საკონსტიტუციო ორგანოებისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები.

ღონისძიება მ. ყაველაშვილის სიტყვით გამოსვლით დასრულდა. მანამდე საქართველოს ეროვნული ჰიმნი შესრულდა.

რაც შეეხება საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ისინი ინაუგურაციის ცერემონიაზე არ იყვნენ მიწვეულნი.

შეგახსენებთ, რომ მ. ყაველაშვილი საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად 14 დეკემბერს აირჩიეს და თანამდებობას ხუთი წლის განმავლობაში დაიკავებს.

ოპოზიციას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია.

მ. ყაველაშვილი ყოფილი საბჭოთა და ქართველი ფეხბურთელია. თამაშობდა თბილისის "დინამოში", რომელთანაც საქართველოს ექვსგზის ჩემპიონი გახდა, ინგლისურ კლუბ "მანჩესტერ სიტიში" და შვეიცარიულ კლუბებში. 2016 წელს ის საქართველოს პარლამენტში მმართველი პარტიიდან "ქართული ოცნებიდან" აირჩიეს.

მსგავსი სიახლეები

2025-04-17 19:25
პოლიტიკა

ერთობლივი პრეს-რელიზი - სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს სამმხრივი შეხვედრა

შეხვედრის დასაწყისში, მონაწილეები - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი ლაშა

2025-04-17 18:49
პოლიტიკა

სლოვაკეთში, ირლანდიასა და მალაიზიაში საქართველოს ახალი ელჩები დაინიშნენ!

ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად სოფიო ქაცარავა დაინიშნა. აღსანიშნავია, რომ

2025-04-17 13:32
პოლიტიკა

თბილისში საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების შეხვედრა იმ

უწყების ცნობით, შეხვედრა გახსნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, რის შემდეგაც

2025-04-17 11:13
ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი EBRD-ის დირექტორს ტამაშ ვოჟნიტს შეხვდ

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში EBRD-ის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და

2025-04-17 11:08
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე - „დიფ სთეითი“ რაც მეტად დასუსტდება, მით მეტია პერსპექტივა, გადაიტვირთოს ურთიერთობებ

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არსებობს სურვილი, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები