ევროკომისიის წინადადება ქართველი ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ

20 დეკემბერს ევროკომისიამ წამოაყენა წინადადება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივების შეთანხმების ნაწილობრივი შეჩერების შესახებ.
თუ საბჭო ამ წინადადებას დაეთანხმება, დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების მფლობელ ქართველ დიპლომატებს, ოფიციალურ პირებს და მათი ოჯახის წევრებს დასჭირდებათ ვიზა ევროკავშირში 90 დღემდე ხანმოკლე ვადით ყოფნისთვის ნებისმიერი 180-დღიანი პერიოდის განმავლობაში. საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებზე ასევე აღარ გავრცელდება სავიზო რეჟიმის გამარტივების ისეთი მექანიზმები, როგორიცაა განაცხადის მიღების ხანმოკლე ვადა, დაბალი სავიზო მოსაკრებელი და ნაკლები ოდენობის დამხმარე დოკუმენტაციის წარდგენას შესაძლებლობა.
ეს გადაწყვეტილება არ მოახდენს ნეგატიურ ზეგავლენას ადამიანთა შორის კონტაქტებზე, რადგან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ჩვეულებრივ პასპორტებს ფლობენ, კვლავაც ისარგებლებენ უვიზო რეჟიმით ევროკავშირში ხანმოკლე დროით მოგზაურობისას.
ეს წინადადება არის პასუხი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსების და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობრივ რეპრესიებზე, რომლებიც დაიწყო მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ უარს ამბობს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე.
ევროკავშირს უკვე მიღებული აქვს საქართველოში დემოკრატიის სფეროში სერიოზულ უკუსვლაზე რეაგირების ზომები: ივნისში ევროპულმა საბჭომ აღნიშნა, რომ მოქმედებათა მიმდინარე კურსს ქვეყანა ფაქტიურად გაწევრიანების პროცესის შეჩერებამდე მიჰყავდა.
ახლა ევროპის კავშირის საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნული წინადადების შესახებ, რომელიც ვიზის გაცემის პროცედურების გამარტივების შეთანხმების ნაწილობრივ შეჩერებას ითვალისწინებს. თუ საბჭო ამ წინადადებას დაამტკიცებს, და როგორც კი ის ძალაში შევა, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს საჭირო ზომების მიღება მოუწევთ.
დამატებით ინფორმაცია
ევროკომისიის წინადადება საბჭოს გადაწყვეტილების მისაღებად ევროკავშირს და საქართველოს შორის ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივების შეთანხმების ნაწილობრივი შეჩერების შესახებ
ნანახია: 571
მსგავსი სიახლეები

ერთობლივი პრეს-რელიზი - სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს სამმხრივი შეხვედრა
შეხვედრის დასაწყისში, მონაწილეები - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი ლაშა

სლოვაკეთში, ირლანდიასა და მალაიზიაში საქართველოს ახალი ელჩები დაინიშნენ!
ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად სოფიო ქაცარავა დაინიშნა. აღსანიშნავია, რომ

თბილისში საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების შეხვედრა იმ
უწყების ცნობით, შეხვედრა გახსნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, რის შემდეგაც

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი EBRD-ის დირექტორს ტამაშ ვოჟნიტს შეხვდ
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში EBRD-ის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და

ირაკლი კობახიძე - „დიფ სთეითი“ რაც მეტად დასუსტდება, მით მეტია პერსპექტივა, გადაიტვირთოს ურთიერთობებ
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არსებობს სურვილი, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა
clickss