2025-02-05

18:47

მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია 29 დეკემბერს, პარლამენტში გაიმართება

პოლიტიკა
25-12-2024 18:38

საქართველოს საარჩევნო კოლეგიის მიერ საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე არჩეული მიხეილ ყაველაშვილი საპრეზიდენტო ფიცს პარლამენტის სასახლეში დადებს. ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება და ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ცერემონია 11:00 საათზე დაიწყება.

პარლამენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებას პარლამენტის აპარატი ამზადებს და ინაუგურაციის ღონისძიებას საარჩევნო კოლეგიის წევრები - ე.წ. ხმოსნები, მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები და პრეზიდენტის ოჯახის წევრები დაესწრებიან.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევნები 14 დეკემბერს, პარლამენტის სასახლეში ჩატარდა. მ. ყაველაშვილი პრეზიდენტის პოსტზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატი იყო. ის საარჩევნო კოლეგიაში “ქართული ოცნების“ 224-მა ხმოსანმა აირჩია. არჩევნებში ოპოზიცია არ მონაწილეობდა.

საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია.

სრულად დათვლილი 225 ბიულეტენიდან საარჩევნო კოლეგიის 224-მა წევრმა მხარი დაუჭირა მიხეილ ყაველაშვილს, ხოლო ერთი ბიულეტენი იყო ბათილი. ადა მარშანიამ, რომელიც საარჩევნო კოლეგიაში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს კვოტით არის წარმოდგენილი, განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს, მიხეილ ყაველაშვილს მხარს არ უჭერს.

ცესკო-ს სხდომაზე შედგა შემაჯამებელი ოქმი, რომელიც საზოგადოებას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა წარუდგინა.

საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება.

საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობდა, 09:00 საათზე დაიწყო და 14:00 საათზე დასრულდა.

ცნობისთვის, საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტი, პირველად, არაპირდაპირი წესით აირჩია.

საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტი თანამდებობას ხუთი წლის ვადით დაიკავებს.

მსგავსი სიახლეები

2025-02-05 17:55
პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ტურიზმისა და საინვესტიციო სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე

2025-02-05 14:49
პოლიტიკა

პარლამენტმა სამი პოლიტიკური გაერთიანების წევრ 49 დეპუტატს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა

პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ: „კოალიცია ცვლილებისთვის წევრებს

2025-02-05 12:36
პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში გაემგზავრა

ირაკლი კობახიძეს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლებს ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი

2025-02-04 17:38
ეკონომიკა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი თურქეთის ელჩს, ალი ქაან

ლევან მგალობლიშვილმა ელჩს მადლობა გადაუხადა თურქეთის საელჩოს მიერ განხორციელებული

2025-02-04 10:53
სპორტი

გინესის მსოფლიო რეკორდების ორგანიზაციამ ნინო სალუქვაძეს რეკორდსმენის ტიტული ერთდროულად ორ კატეგორიაშ

დაჯილდოების ცერემონია საქართველოს ოლიმპიურ მუზეუმში გაიმართა, სადაც საქართველოს რეკორდების





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები