ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გამო არ გახსნას მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე 2028 წლამდე

ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადების გამო „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების თაობაზე არ გახსნას მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე და უარი თქვას ევროკავშირის ფინანსურ მხარდაჭერაზე 2028 წლამდე, აღნიშნულია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის და გაფართოების საკითხებში კომისრის მარტა კოსის 1 დეკემბრის ერთობლივ განცხადებაში.
მათი სიტყვებით, ეს განცხადება „ნიშნავს, რომ საქართველომ გადაუხვია ყველა წინა მთავრობის პოლიტიკიდან და ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ევროპული მისწრაფებიდან, როგორც ამას საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს“.
„შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების მოქმედებათა კურსმა და დემოკრატიის გზაზე უკან დახევამ განაპირობა გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივნისში, და რომ ევროკავშირის ფინანსური დახმარება, რომელიც უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებისთვის არის განკუთვნილი, ამჟამად შეჩერებულია“, – ნათქვამია განცხადებაში.
კალასმა და კოსმა ასევე დაგმეს ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ და განაცხადეს, რომ ეს „პირდაპირ გავლენას მოახდენს ჩვენს ურთიერთობაზე“. მათი ასევე განაცხადეს, რომ ძალადობის ყველა აქტი უნდა იქნეს გამოძიებული და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ.
გარდა ამისა, განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი მოუთმენლად ელის OSCE/ODIHR-ის საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნებას იმ დარღვევების შესახებ, რომლებიც მოხდა ბოლო საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დროს, და ამ ანგარიშში გამოთქმულ რეკომენდაციებს.
„ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველ ხალხს და მის მიერ არჩეულ ევროპულ მომავალს. ევროკავშირის კარი რჩება ღია და საქართველოს დაბრუნება ევროპულ ფასეულობებთან და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს ხელმძღვანელობის ხელშია“, – ნათქვამია დასკვნის სახით კაია კალასის და მარტა კოსის განცხადებაში.
ევროპული საბჭოს ახალმა პრეზიდენტმა ანტონიო კოსტამ გუშინ X-ზე დაწერა, რომ მას კაია კალასთან ერთად სატელეფონო საუბარი ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. „მთავრობის ქმედებები ხალხის ნებას ეწინააღმდეგება,” – თქვა ანტონიო კოსტამ.
დამატებითი ინფორმაცია
ნანახია: 487
მსგავსი სიახლეები

ერთობლივი პრეს-რელიზი - სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს სამმხრივი შეხვედრა
შეხვედრის დასაწყისში, მონაწილეები - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი ლაშა

სლოვაკეთში, ირლანდიასა და მალაიზიაში საქართველოს ახალი ელჩები დაინიშნენ!
ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად სოფიო ქაცარავა დაინიშნა. აღსანიშნავია, რომ

თბილისში საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების შეხვედრა იმ
უწყების ცნობით, შეხვედრა გახსნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, რის შემდეგაც

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი EBRD-ის დირექტორს ტამაშ ვოჟნიტს შეხვდ
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში EBRD-ის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და

ირაკლი კობახიძე - „დიფ სთეითი“ რაც მეტად დასუსტდება, მით მეტია პერსპექტივა, გადაიტვირთოს ურთიერთობებ
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არსებობს სურვილი, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა
clickss