2024-12-22

05:15

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის პრეს-კონფერენცია!

პოლიტიკა
06-12-2024 16:51

მინდა, კიდევ ერთხელ შევაჯამო გასული ერთი კვირის განმავლობაში განვითარებული მოვლენები. ყველა საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ქართული სახელმწიფო არის ძლიერი, როგორც არასდროს და ვერავითარი შანტაჟით ვერავინ შეარყევს ჩვენი სახელმწიფოს სიმტკიცეს. რადიკალურ ოპოზიციას ჰქონდა საქართველოში „ნაცმაიდნის" მოწყობის მცდელობა. უფრო მეტიც, მათ მოაწყვეს ომის იმიტაციის მცდელობა ჩვენი ქალაქის ქუჩებში, თუმცა ეს ომის იმიტაცია დასრულდა წარუმატებლად და ჩავარდა „ნაცმაიდნის" მოწყობის მორიგი მცდელობა საქართველოში. გასული ოთხი წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში იყო „მაიდნის" მოწყობის ოთხი მცდელობა, თუმცა ამ ოთხივე მცდელობას სახელმწიფომ წარმატებით უპასუხა.

მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, პირადად მინისტრს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს, თითოეულ პოლიციელს. სწორედ, მათი დამსახურებაა ის, რომ სახელმწიფომ პროპორციულად და სათანადოდ უპასუხა „მაიდნის" მორიგ მცდელობას. თავიდან იყო ძალის გადამეტების რამდენიმე ძალიან სამწუხარო შემთხვევა, რაზეც საზოგადოებას ჰქონდა ძალიან სწორი და ჯანსაღი რეაქცია. სწორედ, ამ ჯანსაღმა რეაქციამაც მოგვცა ჩვენ ასეთ ინციდენტებზე სწორად რეაგირების საშუალება და, რაც მთავარია, ასეთი ინციდენტების სამომავლოდ პრევენციის საშუალება. მადლობა საზოგადოების თითოეულ წევრს ჯანსაღი რეაქციისთვის. როდესაც არ იყო ძალადობა, არ იყო არც შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაქცია. ჩვენ 5 დღეში გავანეიტრალეთ მომიტინგეების ძალადობის რესურსი. რაც შეეხება შსს-ს რესურსს, სამინისტროს რეაგირების რესურსი რევოლუციის მცდელობებზე არის ამოუწურავი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, შსს-ს რეაგირების რესურსი არის სრულიად ამოუწურავი. ჩვენ შარშანდელი წლის შემდეგ სერიოზულად გავაძლიერეთ მათ შორის ამ მიმართულებით შსს-ს რესურსები და ვერავინ, ვერავითარი შანტაჟით, ვერავითარი პროვოკაციებით ვერ შეძლებს ჩვენი სახელმწიფოს სიმტკიცის შერყევას.

ოფისებში შემალული პოლიტიკოსები ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას მათი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გამო. ყველამ დაინახა, რომ რეალურად ძალადობის მთავარი კერა იყო სწორედ პარტიული ოფისები. როგორც კი ჩვენ შევედით ოფისებში, როგორც კი გავანეიტრალეთ ძალადობის კერა, ძალადობის წყარო, მაშინვე დასრულდა ძალადობაც. ამ პოლიტიკოსებს და შესაბამის პარტიებს, საუბარია რადიკალურ ოპოზიციაზე, რომელიც არსებითად ოთხი პარტიით არის წარმოდგენილი, ჰქონდა ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მცდელობა, რაც არის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული უკანონო, არაკონსტიტუციური ქმედება და ამას სჭირდება სათანადო რეაგირება.

ამ ყველაფრის მთავარი გამოხატულება არის ლიბერალური ფაშიზმი. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა მოვიგეთ ლიბერალური ფაშიზმის წინააღმდეგ ჩვენს ქვეყანაში, თუმცა საქართველოში ლიბერალური ფაშიზმი არის საბოლოოდ დასამარცხებელი და რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება. თქვენ ხედავდით, რომ ამ დღეებშიც ამ იდეოლოგიის მიმდევრებმა, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა იკადრეს ყველაფერი, უკადრებელი. ისინი შეეხნენ ადამიანების ღირსებას, ისინი ძალადობდნენ როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ადამიანებზე, როგორც პოლიციელებზე, ასევე არა პოლიციელებზე, ვხედავდით ზეწოლას ბიზნესზე, ბიზნესმენებზე, ისინი შეიჭრნენ ტელევიზიაში, მათ ჰქონდათ ომის იმიტაცია. ისინი აკეთებდნენ ყველაფერს, რასაც აკეთებდნენ თავის დროზე, ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, თუმცა ამას აკეთებდნენ უკვე სხვა, უფრო სუსტი ფორმით, გამომდინარე იქიდან, რომ მათ დღეს არ აქვთ იგივე ძალაუფლება, რაც ჰქონდათ 2012 წლამდე. ლიბერალური ფაშიზმი ცდილობს შეღწევას ყველგან - პოლიტიკაში, მედიაში, კულტურის სფეროში, განათლების სისტემაში. თავიდან დაიწყეს უნივერსიტეტებში და ახლა სკოლებშიც კი სცადეს შეღწევა.

ლიბერალური ფაშიზმი ზუსტად ისევე ანგრევს ადამიანების ფსიქიკას, როგორც ამას ახდენდა ბოლშევიზმი ზუსტად ერთი საუკუნის წინ. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან პრინციპული ამ დაპირისპირებაში ლიბერალურ ფაშიზმთან. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის გავრცელება ხდება უცხოური დაფინანსებით. გახსოვთ, რამხელა ისტერიკა იყო ატეხილი მაშინ, როცა ჩვენ ვიღებდით კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". კონკრეტულ ადამიანებს, სწორედ ამ იდეოლოგიის გამოყენებითა და უცხოური, შავი ფულით უნდოდათ საქართველოში „მაიდნის" მოწყობა, ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლა და რა თქმა უნდა, ეს ისტერიკა, რომელიც ატეხილი იყო აღნიშნული კანონის წინააღმდეგ, ემსახურებოდა სწორედ „მაიდნის" ხელშეწყობას, რევოლუციური პროცესების ხელშეწყობას ქვეყანაში, ლიბერალური ფაშიზმის კიდევ უფრო ფართოდ გავრცელებას საქართველოში.

გახსოვთ „კანვასის" ტრენინგები, მაშინ ტრენინგებს უტარებდნენ ძირითადად ხელოვნების, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ „კანვასის" ტრენინგების მიზანი იყო ხელოვანთა ჩართვა რევოლუციურ პროცესებში, ამას მოჰყვა ირონიული საპასუხო განცხადებები. თუმცა ამ ერთი კვირის განმავლობაში ვხედავდით, რომ სწორედ კულტურის სფეროს წარმომადგენლები გამოჰყავდათ წინა პლანზე ამ რევოლუციის მოწყობის მცდელობის დროს. კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ რობერტ ფიცოს, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის 10-წუთიანი ვიდეო, სადაც ის განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს თეატრებზე, იმაზე, თუ როგორ ხდება თეატრების ჩართვა ასეთ პროცესებში, სიძულვილის, აგრესიის დათესვაში და ხედავდით, რომ ამ კუთხითაც განსაკუთრებულად გაააქტიურეს ეს მიმართულება ჩვენს ქვეყანაში. „კანვასის" ტრენინგების შემადგენლობას თუ გაიხსენებთ, ძალიან კარგად იკვეთება შესაბამისი მიმართულებები. ხელოვანთა ჩართვა „მაიდნის" მოწყობაში იყო უცხოური დაფინანსების ერთ-ერთი მთავარი ორიენტირი. ასევე, „ენჯეოების" გამოყენება ხდებოდა ამ იდეოლოგიის გავრცელებისთვის. „ფრანკლინის კლუბი" ხომ გახსოვთ, ახალგაზრდები, სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების ჩართვა ხდებოდა ამ იდეოლოგიის გავრცელებასა და რევოლუციური პროცესების მომზადებაში. ამაშიც იყო ჩართული პირდაპირ უცხოური ფული. გახსოვთ, ე.წ. მომავლის აკადემია. აქაც უცხოური ფული იხარჯებოდა იმისთვის, რომ სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები ჩაერთოთ რევოლუციურ პროცესებში, სიძულვილის, აგრესიის დათესვაში. ასევე, რაც განსაკუთრებით სამწუხაროა, პირდაპირ ჰყავდათ ჩართული კონკრეტული საჯარო და კერძო უნივერსიტეტები იმ პროცესში, რასაც ჰქვია ამ იდეოლოგიის გავრცელება. ლიბერალური ფაშიზმის მთავარი იარაღია სიცრუე, განსხვავებული აზრის სრული მიუღებლობა და ამას ვხედავდით ჩვენ ყოველ ჯერზე, სრული მიუღებლობა განსხვავებული აზრის და მთავარი იარაღი სიცრუესთან და განსხვავებული აზრის მიუღებლობასთან ერთად, არის სიძულვილის დათესვა საზოგადოებაში. ჩვენ უნდა გავარღვიოთ ეს ჩაკეტილი წრე, სხვანაირად შეუძლებელია ჩვენი ქვეყნის თანმიმდევრული და სრულფასოვანი განვითარება.

მე კიდევ ერთხელ მინდა, გავხსნა საჯარო სივრცე დისკუსიისთვის. თქვენ ხედავთ, რომ ყოფილი და მოქმედი პოლიტიკოსების რესურსი, რომ რაიმე ტიპის დისკუსიაში ჩაერთონ, არის სრულიად შეზღუდული. თავიდან სცადეს კონკრეტულმა ყოფილმა პოლიტიკოსებმა დისკუსიაში ჩართვა, თუმცა, მათაც მოუწიათ უარი ამ საჯარო დისკუსიაზე, აქედან გამომდინარე, მე პირველ რიგში, გულწრფელ ახალგაზრდებს რომლებსაც აქვთ პროტესტის განცდა, მინდა შევთავაზო, ჩაერთონ საჯარო დისკუსიაში ნებისმიერ ფორმატში. მოვიდნენ, რათა მონაწილეობა მიიღონ საჯარო დისკუსიაში. ამისათვის ჩვენ ვართ ყოველთვის ღია და გახსნილი. აქაც, რა თქმა უნდა, საქმეში ჩაერთვება ლიბერალური ფაშიზმი, რომელიც მაქსიმალურად ეცდება, რომ არავითარი საჯარო დისკუსია არ დაუშვას მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენი კარი აბსოლუტურად ღიაა ასეთი საჯარო დისკუსიებისთვის. პირადად მზად ვარ, ნებისმიერ ფორმატში დავუჯდე 10-12 ახალგაზრდას და გულწრფელად, გახსნილად ვისაუბროთ ყველა იმ თემასთან დაკავშირებით, რომელიც მათ შეიძლება აწუხებდეთ, იქნება ეს ევროინტეგრაციის პროცესი თუ ნებისმიერი სხვა საკითხი, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნების განვითარებას. ასევე, აბსოლუტურად ღია ვარ საერთაშორისო მედიისთვის. უცხოურ მედიაშიც არის დეზინფორმაციის მთელი ნიაღვარი საქართველოს და ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. მზად ვარ, ნებისმიერ უცხოურ მედიას პირდაპირი ეთერის ფორმატში ჩავერთო და აქაც ვართ მზად ღია დისკუსიისთვის.

ქვეყანა აგრძელებს მშვიდად განვითარებას. ხედავთ, რომ ლარის კურსი უკვე ჩამოვიდა ქვევით, იყო მცირე, მოკლევადიანი რყევები, რაც „მაიდნის" მოწყობის წინა სამი მცდელობის პირობებშიც სახეზე იყო, თუმცა მაშინაც ძალიან მალე დავასტაბილურეთ ლარის კურსი. ახლაც გრძელდება ლარის დასტაბილურება, ყოველდღიურად დადებითი დინამიკა არის სახეზე. მადლობა ეროვნულ ბანკს სწორი რეაგირებისათვის, რა თქმა უნდა, ვითარების დამშვიდება დამატებით ხელს შეუწყობს იმას, რომ კურსი დასტაბილურდეს და საბოლოო ჯამში, 2-3 დღეში დაუბრუნდება იმ ნიშნულს, რა ნიშნულიდანაც დაიწყო კურსის გაუფასურება რამდენიმე დღის განმავლობაში. ეკონომიკა მუშაობს, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, გრძელდება ევროინტეგრაციის პროცესიც, საქმე შანტაჟის ნაცვლად, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. სამართლიანობა არის მთავარი, იმისთვის, რომ სწორად გაგრძელდეს ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის -გახსნან მოლაპარაკებები, დღესვე ვაწერ ხელს. ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი ჩვენი მხრიდან. ასევე, ძალიან მკაფიოდ შეგვიძლია, განვაცხადოთ, რომ 4 წლის თავზე ჩვენი ვალდებულებების 90%-ზე მეტი გვექნება შესრულებული, საუბარია ასოცირების შეთანხმებიდან და DCFTA-დან გამომდინარე ვალდებულებებზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ სრულად ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ გაკეთდება ყველაფერი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის გასაგრძელებლად.

ჩვენ ღირსებით შევინარჩუნეთ მშვიდობა, ღირსებით ამ 4 წლის განმავლობაში გავზარდეთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 40 მილიარდით, პირველ ადგილზე ვართ ამ 4 წლის მონაცემებით ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, არა მარტო ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბითაც. ჩვენ ღირსებით და ჯიუტი ბრძოლით მივიღეთ კანდიდატის სტატუსი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის ჩვენი საქმიანობის 4-წლიანი შედეგები. სადაც აჩვენებ ღირსებას, იქ მიიღებ აუცილებლად ღირსეულ პასუხს, სადაც მოადუნებ ბრძოლას, არ აჩვენებ სათანადო ღირსებას, იქ პასუხიც იქნება შესაბამისი. ჩვენ ასეთივე ღირსებით განვაგრძობთ ზრუნვას ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ მომავალი წლის 20 იანვრიდან მიდგომები თვისებრივად შეიცვლება, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ისე ევროკავშირის მხრიდან და ბევრად უფრო მეტად სამართლიანი იქნება დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მიმართ. ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად დაგვეხმარება ჩვენი ეროვნული მიზნების მიღწევაში.

მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

მსგავსი სიახლეები

2024-12-20 11:50
სპორტი

რომში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის - „ბაკურიანი - 2025“-ის - „მშვიდობის ცეცხლის

თავმჯდომარე მამუკა ხაბარელმა, იტალიის მთავრობისა და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებმა

2024-12-19 18:10
პოლიტიკა

ევროპის საბჭოს დელეგაცია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, აქციებზე დაზარალებულ ჟურნალის

გარდა ამისა, დღეს ევროპის საბჭოს დელეგაცია ოპოზიციური კოალიციების წარმომადგენლებსაც შეხვდა.

2024-12-19 18:01
პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე - ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, სხვა ოფიცი

როგორც ვიცი, არჩეულ პრეზიდენტთანაც არის შეხვედრა, შეიძლება ექსპრეზიდენტთანაც, არ ვიცი ამის შესახებ, მაგრამ ყველა

2024-12-19 17:44
პოლიტიკა

სახალხო დამცველი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

აქციის მონაწილეთა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე და ზოგადად შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით

2024-12-19 15:58
სპორტი

საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის ეგიდით, ბაკურიანში მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართება

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მოგულის დისციპლინა კოხტას მთაზე ჩატარდება, რომელიც საერთაშორისო სათხილამურო





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები