თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე 298 ადამიანი დააკავეს და 143 პოლიციელი დაშავდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ 2028 წლამდე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებში დაკავებულ და დაშავებულ პოლიციელებზე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება.
ა. დარახველიძემ აღნიშნა, რომ პარლამენტის შენობის წინ რამდენიმე დღეა გამართულ აქციაში მონაწილე აქტივისტებმა ძალადობა გამოიყენეს პოლიციელებზე და განაცხადა, რომ მოვლენებში ამ დროისთვის 143 პოლიციელი დაშავდა.
დარახველიძის თქმით, დაკავებულია 298 პირი, გამოძიება გრძელდება.
მეორეს მხრივ, საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა გუშინ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ პოლიციამ ძალადობა გამოიყენა დაკავებული მომიტინგეების უმეტესობის მიმართ.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ოპოზიციის მხარდამჭერები არასტაბილურობის შექმნაში.
იმავდროულად, 28 ნოემბერს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილების წინააღმდეგ დაწყებული დემონსტრაციები მეექვსე დღეს გაგრძელდა სხვადასხვა ქალაქში, განსაკუთრებით დედაქალაქ თბილისში.
აქციის მონაწილეები კვლავ შეიკრიბნენ თბილისში, პარლამენტის შენობასთან საღამოს და შოთა რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს. პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები მიიღო.
მეორე მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სარჩელი 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების ბათილად ცნობის თაობაზე.
საკონსტიტუციო სასამართლოს წერილობით განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილისა და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ არჩევნების ბათილად ცნობის შუამდგომლობა არ იქნა მიღებული.
განცხადებაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ 19 ნოემბერს სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობა არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა და ნათქვამია: „გადაწყვეტილება საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას ან განხილვას“.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ამ გადაწყვეტილებაზე პრესკონფერენცია გამართა და ამტკიცებდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა დაბრუნებულიყო ქვეყნის კონსტიტუციურ წესრიგში და განაცხადა, რომ „ქვეყანაში აღარ არის ლეგიტიმური ინსტიტუტი“.
26 ოქტომბერს საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93 პროცენტით გაიმარჯვა.
პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხარდაჭერილმა ოპოზიციურმა პარტიებმა ხელისუფლება არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ არ ცნობდნენ არჩევნების შედეგებს და დაიწყეს ქუჩის აქციები.
დემონსტრაციების მიუხედავად, პარლამენტმა 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრ კობახიძის მიერ შექმნილ ახალ მინისტრთა კაბინეტს ნდობა გამოუცხადა.
არჩევნების შედეგების მიხედვით, 150-კაციან პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ 89 დეპუტატი ჰყავს, ოპოზიციას კი 61 დეპუტატი.
ნანახია: 523
მსგავსი სიახლეები

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის
უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე თბილისში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით გამოსვლ
თბილისის ჩელენჯერზე გამარჯვების შემთხვევაში საბა ფურცელაძე 8 350 დოლარსა და 50 სარეიტინგო

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო ATP Challenger Tour-ის ტურნირს მასპინძლობს
ამჟამად მერვედფინალში საბა ფურცელაძე იასპარეზებს. მომდევნო ეტაპზე გადასვლას კი ხვალ

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ლა-ნუსიას ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!
პარიზის ოლიმპიადის შემდეგ, რომელზეც ლაშა ბექაური მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ეს პირველი

ინდონეზიამ დააკავა გემი, რომელსაც 426 მილიონი დოლარის მეტამფეტამინი და კოკაინი გადაჰქონდა
საზღვაო ფლოტის განცხადებით, ხელისუფლებამ გემი მაშინ დააკავა, როდესაც ის ცდილობდა შუქების
clickss