2025-09-09

09:06

თბილისში საპროტესტო აქციები გრძელდება!

პოლიტიკა
04-12-2024 11:20

თბილისში გამართულ აქციებზე, რამდენჯერმე გამოყენებული ცრემლსამდენი გაზის შემდეგ პოლიციამ მომიტინგეების დაშლა დაიწყო. ამის შესახებ "ტრტ-ქართულიიტყობინება.

მთავრობის მიერ საქართველოს, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების 28 ნოემბერს შეჩერების გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად დაწყებულ აქციებს გუშინ ღამით დედაქალაქ თბილისში ათასობით ადამიანის შეიკრიბა მოჰყვა, რის შედეგადაც სიტუაცია პოლიციასთან რამდენჯერმე დაიძაბა.

პოლიცია ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით შეეცადა აქციის მონაწილეების ჩახშობას, რომლებიც პარლამენტის შენობის წინა ნაწილის დაკავებას ცდილობდნენ და ფოიერვერკებს ესროდნენ.

შემდეგ მომიტინგეებმა პარლამენტის შენობის მახლობლად, შოთა რუსთაველის გამზირზე, ბარიკადები გაშალეს და პოლიციას საღებავები, და სხვადასხვა საგნები დაუშინეს.

პოლიციის ჯგუფებმა მომიტინგეების თავდასხმებს ცრემლსამდენი გაზით უპასუხეს.

მიმდინარე აქციის დროს რამდენიმე ადამიანიც დააკავეს.

ადგილობრივი დროით დაახლოებით 06:00 საათზე შოთა რუსთაველის გამზირზე მომიტინგეების დაშლა დაიწყეს, და ასობით მომიტინგე ილია ჭავჭავაძის გამზირისკენ გაემართა.

მომიტინგეების ერთი ჯგუფი კი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ აგრძელებს ლოდინს.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა X-ის ანგარიშიდან გაკეთებულ განცხადებაში პოლიციის მხრიდან პარლამენტის შენობის წინ მყოფი მომიტინგეებისადმი წინააღმდეგ დამოკიდებულება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მათი ეს ქმედება, გამოხატვის თავისუფლებაზე და საპროტესტო აქციის უფლებაზე თავდასხმაა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილობით განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ აქციის ზოგიერთმა ჯგუფმა ძალადობრივ ქმედებებს მიმართა.

მსგავსი სიახლეები

2025-08-27 15:31
სპორტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

2025-08-19 10:12
პოლიტიკა

გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ

გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა

2025-07-31 12:57
სპორტი

იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში

იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში

2025-05-23 12:46
სპორტი

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის

უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან

2025-05-21 16:14
სპორტი

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე თბილისში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით გამოსვლ

თბილისის ჩელენჯერზე გამარჯვების შემთხვევაში საბა ფურცელაძე 8 350 დოლარსა და 50 სარეიტინგო





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები