2025-09-18

22:06

ირაკლი კობახიძე - წინა ოთხი წელიწადი იყო გამოწვევებით სავსე, გამოვიარეთ რევოლუციის ორი მცდელობა, ომში ჩათრევის მცდელობა

პოლიტიკა
28-11-2024 13:47

წინა ოთხი წელიწადი იყო სირთულეებითა და გამოწვევებით სავსე. ამ ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ გამოვიარეთ რევოლუციის ორი მცდელობა, გამოვიარეთ ჩვენი ეკონომიკის ჩამოშლის მცდელობა, ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევის მცდელობა, თუმცა ჩვენი ერთიანობით მოვახერხეთ და ყველა გამოწვევა დავძლიეთ, შევინარჩუნეთ მშვიდობა და 40 მილიარდი ლარით გავზარდეთ ამ ოთხი წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეს ყველაფერი იყო გუნდის ერთიანობის, გუნდის სიმყარის შედეგი.

„მინდა, ვისარგებლო ამ შემთხვევით და თითოეულ თქვენგანს გადაგიხადოთ მადლობა ამ ერთიანობისთვის, ერთად ბრძოლისთვის, სწორედ ამ ბრძოლის შედეგია ის მიღწევები, რაც ჰქონდა ჩვენს ქვეყანას გასული ოთხი წლის განმავლობაში. დღეს საქართველო არის სუვერენული და ძლიერი, როგორც არასდროს და ეს არის თითოეული თქვენგანის დამსახურება. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. არიან ადამიანები ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თუ მივიღებთ, მაგალითად, კანონს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ, მეორე დილით ვიღვიძებთ ჩელიაბინსკში. საოცარი თეზისი არსებობს, არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თუ მივიღებთ ამ კანონს, ძაღლს საქართველოში ერქმევა „საბაკა“ და იმავე მიმართულებით არიან ადამიანები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ თუ გაიხსნება მოლაპარაკებები ევროკავშირთან, ხვალ გავიღვიძებთ ბრიუსელში, არა თბილისში, საქართველოში, არამედ ხვალ გავიღვიძებთ ბრიუსელში და ძაღლს ერქმევა არა ძაღლი, არამედ, მაგალითად, „დოგ“ ან რაიმე ამდაგვარი. რაც უნდა მოხდეს, გარწმუნებთ, რომ ჩვენ აუცილებლად ვიცხოვრებთ ამ ქვეყანაში. ჩვენ ვიზრუნებთ ამ ქვეყანაზე, ამ ქვეყანაში ძაღლს ერქმევა ძაღლი, ადამიანს ერქმევა ადამიანი, ამ ქვეყანას ერქმევა ქვეყანა და სახელმწიფოს ერქმევა სახელმწიფო, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს წინაშე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წყარო: 1tv.ge

მსგავსი სიახლეები

2025-09-18 19:19
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე - მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემ

ირაკლი კობახიძე - მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემიზმის მიმართ, ეს საჭიროა, რათა საზოგადოება და ქვეყანა სწორად განვითარდეს

2025-09-17 14:09
პოლიტიკა

ლევან გოგიჩაიშვილი - ჩვენ გავდივართ არჩევნებზე, მაგრამ 4 ოქტომბრის აქციაზე არ ვიქნებით

ლევან გოგიჩაიშვილი - ჩვენ გავდივართ არჩევნებზე, მაგრამ 4 ოქტომბრის აქციაზე არ ვიქნებით

2025-09-15 17:54
პოლიტიკა

ჩვენი კოალიციის გარეთ დარჩენილი ლიდერიც დააპატიმრეს. ახლა უკვე ოთხივე ციხეში ვართ - ნიკა გვარამია

ჩვენი კოალიციის გარეთ დარჩენილი ლიდერიც დააპატიმრეს. ახლა უკვე ოთხივე ციხეში ვართ - ნიკა გვარამია

2025-09-12 17:50
სპორტი

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

2025-09-12 17:20
პოლიტიკა

ბრიტანეთის საელჩო: ვგმობთ გერმანიის ელჩის მიმართ უსაფუძვლო და აგრესიულ პირად თავდასხმებს

ბრიტანეთის საელჩო: ვგმობთ გერმანიის ელჩის მიმართ უსაფუძვლო და აგრესიულ პირად თავდასხმებს





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები