საკანონმდებლო ორგანომ პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება ცნო

საკანონმდებლო ორგანომ 88 ხმით, პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება ცნო.
კენჭისყრამდე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა პარლამენტს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები გააცნო და პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაცია გადასცა.
გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, არჩევნებში 2 111 834-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. არჩევნების საბოლოო შედეგის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ 89 მანდატი (53,93%) მოიპოვა, „კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროამ“ - 19 მანდატი (11, 03%), „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 16 მანდატი (10.17%), „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 14 მანდატი (8,81%), „გახარია საქართველოსთვის“ - 12 მანდატი (7,78%).
პარლამენტის წევრებმა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადეს. ფიცის დადების შემდეგ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.
ნანახია: 615
მსგავსი სიახლეები

ზურაბ ჯაფარიძე - რაც გუშინ მოხდა, ამაზე არსებობს ერთადერთი პასუხი, ყველანი ქუჩაში!
ზურაბ ჯაფარიძე - რაც გუშინ მოხდა, ამაზე არსებობს ერთადერთი პასუხი, ყველანი ქუჩაში!

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ
გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა

იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში
იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის
უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან
clickss