საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი ჰონგ-კონგს სამუშაო ვიზიტით ეწვია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაცია ჰონგ-კონგს სამუშაო ვიზიტით ეწვია. დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი პაატა კალანდაძე იმყოფებოდნენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მაღალი დონის შეხვედრები გამართა ჩინეთის ჰონგ-კონგის მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერიკ ჩან კვოკთან, ასევე ჰონგ-კონგის მთავრობის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მდივანთან ლამ საი-ჰუნგთან, კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანთან ალგერნონ იაუსთან, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის მდივანთან კევინ იონგთან და ჰონგ-კონგის ვაჭრობის განვითარების საბჭოს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილესთან პატრიკ ლაუსთან.
შეხვედრებზე ქართულმა მხარემ ჰონგ-კონგის მთავრობის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში არსებული საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს შესაძლებლობების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრანსპორტის და ლოგისტიკის, ინოვაციების, ტურიზმის და ვაჭრობის სფერობში თანამშრომლობის საკითხებს.
აღინიშნა საქართველოსა და ჰონგ-კონგს შორის 2019 წლის თებერვლიდან მოქმედი შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, ასევე ის გარემოება, რომ 2024 წლის 30 სექტემბრიდან ორივე მხარის ძალისხმევით ჩინეთის ჰონგ-კონგის სპეციალურმა ადმინისტრაციულმა რეგიონმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი აამოქმედა.
მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით ერთობლივი მუშაობის გაგრძელებაზე, ვიზიტების გაცვლასა და მჭიდრო კავშირების შენარჩუნებაზე.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის აზიის ლოგისტიკური, საზღვაო და საავიაციო კონფერენციაში „მიწოდების არსებული და სამომავლო ალტერნატიული გზები: მედეგობა და მდგრადობა“.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ გამართა შეხვედრები ჰონგ-კონგში დაფუძნებული ათამდე მსხვილი ადგილობრივი და წამყვანი საერთაშორისო სატრანსპორტო-ლოგისტიკური და სავაჭრო კომპანიის ხელმძღვანელებთან.
ნანახია: 553
მსგავსი სიახლეები

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ
გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა

იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში
იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის
უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე თბილისში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით გამოსვლ
თბილისის ჩელენჯერზე გამარჯვების შემთხვევაში საბა ფურცელაძე 8 350 დოლარსა და 50 სარეიტინგო
clickss