2025-09-10

05:44

რუსთაველის გამზირი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს!

პოლიტიკა
04-11-2024 19:44

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ  საპროტესტო აქცია დაიწყო. აქციის მონაწილეთა რაოდენობის გამო, გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია.

პარლამენტთან შეკრებილებს ცოტა ხნის წინ, საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად, სამი პოლიტიკური გაერთიანების: „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები შეუერთდნენ, რომლებმაც სადგურის მოედნიდან რუსთაველის გამზირამდე მსვლელობა მოაწყვეს.

საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებს ოპოზიციური პარტიის ლიდერები სიტყვით მიმართავენ. აქვე დაგეგმილია ოპოზიციური პარტიების სამოქმედო გეგმის გამოქვეყნება.

გამომსვლელების თქმით, პროტესტი პერმანენტული იქნება და პერიოდულად უფრო და უფრო გამწვავდება. მათივე განცხადებით, მნიშვნელოვანია ახალი ტიპის პროტესტი, რომელიც მთელ საქართველოს გააერთიანებს, “ქართულ ოცნებას” კი საბოლოოდ ჩამოაშორებს მმართველობას.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი.

მსგავსი სიახლეები

2025-09-10 01:09
პოლიტიკა

ეუთო/ოდირი - არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე მოწვევა მნიშვნელოვან დაკვირვებას შეუძლებელს ხ

ეუთო/ოდირი - არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე მოწვევა მნიშვნელოვან დაკვირვებას შეუძლებელს ხდის

2025-09-10 00:13
პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე - რაც გუშინ მოხდა, ამაზე არსებობს ერთადერთი პასუხი, ყველანი ქუჩაში!

ზურაბ ჯაფარიძე - რაც გუშინ მოხდა, ამაზე არსებობს ერთადერთი პასუხი, ყველანი ქუჩაში!

2025-08-27 15:31
სპორტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

2025-08-19 10:12
პოლიტიკა

გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ

გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა

2025-07-31 12:57
სპორტი

იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში

იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები