2024-12-26

22:23

შალვა პაპუაშვილი - საქართველოს პარლამენტის სახელით, გულთბილად ვულოცავ თურქ ხალხს რესპუბლიკის დღეს! დაე, ჩვენი მეგობრობა და თანამშრომლობა ყოველწლიურად უფრო გაძლიერდეს

პოლიტიკა
30-10-2024 10:51

„დიდი პატივია თურქეთის რესპუბლიკის დღის 101-იუბილეს აღნიშვნაში მონაწილეობა. ეს დღე თურქი ხალხის ისტორიაში გადამწყვეტ მომენტს წარმოადგენს და, ასევე, ეროვნული დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და დემოკრატიის მყარი ღირებულებების აღიარებაა,” - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის 101-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე განაცხადა.

​როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს და თურქეთს ხანგრძლივი ურთიერთობა, კულტურული გაცვლებისა და საერთო ინტერესების ისტორია აკავშირებთ.

მისი თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობის მომენტიდან, საქართველო და თურქეთი ერთმანეთს გვერდში უდგანან, პატივს სცემენ ერთმანეთის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და იდენტობას.

„ფასდაუდებელია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი თურქეთის ურყევი მხარდაჭერა, ისევე როგორც თურქეთსა და მის ხალხთან ნდობისა და თანამშრომლობის გაღრმავებისადმი საქართველოს ერთგულება. ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ადასტურებს ურთიერთ პატივისცემის ძალას და ჩვენი ხალხების კეთილდღეობისადმი ერთგულებას. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ჩვენი პარტნიორობა კიდევ უფრო განვითარდა, რადგან ჩვენ ავაშენეთ ხიდები, რომლებიც ყველა შესაძლო მიმართულებით აკავშირებს ჩვენს ხალხებს. დღეს ჩვენი თანამშრომლობა ბევრ სფეროს მოიცავს: ვაჭრობას, ენერგეტიკას, კულტურას, განათლებას და სხვა მრავალ მიმართულებას,” - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილმა, პარლამენტებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა და გამოთქვა ვარაუდი, რომ პარტნიორობა გაგრძელდება ერების საკეთილდღეოდ.

„ძალიან ვაფასებთ საქართველოს პარლამენტსა და თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეას შორის მტკიცე კავშირებს. ჩვენი საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებს ნაყოფიერი სამუშაო ურთიერთობა, მეგობრული კავშირები და ღირებული კომუნიკაცია აქვთ ყველა დონეზე.

მზად ვართ, არსებული თანამშრომლობის საფუძველზე, ხელი შევუწყოთ ჩვენი ურთიერთობების შემდგომ განვითარებას. ჩვენი ქვეყნები, ასევე, იზიარებენ მშვიდობისა და სტაბილურობისადმი მისწრაფებას, როგორც ჩვენს საზღვრებში, ასევე, რეგიონში. ჩვენი საერთო სურვილია, ვიხილოთ უსაფრთხო, კარგად დაკავშირებული და განვითარებული შავი ზღვის რეგიონი. დაინტერესებულები ვართ ერთობლივი სტრატეგიული პროექტების განხორციელებით. დღევანდელი რთული და არასტაბილური გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, ამ ფასდაუდებელი რეგიონული პროექტების ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესია შემდგომი სტრატეგიული სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარებისა და ენერგო უსაფრთხოებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პარტნიორობა გააგრძელებს განვითარებას ჩვენი ერების საკეთილდღეოდ. საქართველოს პარლამენტის სახელით, გულთბილად ვულოცავ თურქ ხალხს ამ ისტორიულ დღესასწაულს. დაე, თურქეთის რესპუბლიკამ გააგრძელოს განვითარება და ჩვენი მეგობრობა და თანამშრომლობა ყოველწლიურად უფრო გაძლიერდეს. გმადლობთ. თურქ ხალხს ვულოცავ რესპუბლიკის დღეს!,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

2024-12-26 07:14
პოლიტიკა

ევროკომისიის წინადადება ქართველი ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ

ეს გადაწყვეტილება არ მოახდენს ნეგატიურ ზეგავლენას ადამიანთა შორის კონტაქტებზე, რადგან საქართველოს მოქალაქეები,

2024-12-25 18:38
პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია 29 დეკემბერს, პარლამენტში გაიმართება

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევნები 14 დეკემბერს, პარლამენტის სასახლეში ჩატარდა. მ. ყაველაშვილი

2024-12-24 12:58
პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. პრემიერ-მინისტრმა ბიზნესისთვის აქტუალურ ყველა კითხვას უპასუხა. მთავრობის

2024-12-24 12:46
პოლიტიკა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების განმეორებით ჩატარების შესახებ მთავრობას დიალოგისკენ მოუწო

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დედაქალაქ თბილისში მიმდინარე პროევროპულ დემონსტრაციაში მიიღო მონაწილეობა და სიტყვით გამოვიდა

2024-12-23 12:14
სპორტი

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, ,,ბაკურიანი 2025“-ის მშვიდობის ცეცხლი საქართველოშ

მშვიდობის ცეცხლი" ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ძიუდოისტ ლაშა ბექაურს, გადაეცემა. დღეიდან





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები