თბილისში, „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ მარში გაიმართა

საქართველოს დედაქალაქ თბილისში ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში და გამართა მსვლელობა ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის მხარდასაჭერად. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
მსვლელობა სახელწოდებით „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“, მხარს უჭერდნენ ოპოზიციური პარტიები.
საღამოს საათებში დედაქალაქის 4 სხვადასხვა წერტილში შეკრებილი ათასობით ადამიანი თავისუფლების მოედნისკენ დაიძრა.
აქციის მონაწილეები მსვლელობისას ატარებდნენ საქართველოს, ევროკავშირისა და უკრაინის დროშებს, ასევე ღონისძიების ორგანიზატორი პარტიების დროშებს.
კილომეტრობით მანძილის გავლის შემდეგ, საღამოს საათებში თავისუფლების მოედანზე შეკრებილი მომიტინგეები ანტისამთავრობო ლოზუნგებს სკანდირებდნენ.
დემონსტრანტები თბილისის ხელისუფლებას ადანაშაულებდნენ საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში ეფექტური ნაბიჯების არგადადგმაში.
მეორეს მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე მოწყობილი სცენიდან მსვლელობის მონაწილეებს მიმართა სიტყვით და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი.
სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც თავისი ქვეყანა „ევროპის ნაწილად“ მოიხსენია, აღნიშნა, რომ საქართველო დასავლური ქვეყნებისთვის სანდო მოკავშირეა.
სხვა გამომსვლელებმა შეახსენეს ხალხს, რომ 26 ოქტომბერს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება და მოუწოდეს მოსახლეობას მხარი დაუჭირონ მათ, ვინც საქართველოს ევროკავშირის წევრობისკენ წაიყვანს.
ნანახია: 511
მსგავსი სიახლეები

ეუთო/ოდირი - არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე მოწვევა მნიშვნელოვან დაკვირვებას შეუძლებელს ხ
ეუთო/ოდირი - არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე მოწვევა მნიშვნელოვან დაკვირვებას შეუძლებელს ხდის

ზურაბ ჯაფარიძე - რაც გუშინ მოხდა, ამაზე არსებობს ერთადერთი პასუხი, ყველანი ქუჩაში!
ზურაბ ჯაფარიძე - რაც გუშინ მოხდა, ამაზე არსებობს ერთადერთი პასუხი, ყველანი ქუჩაში!

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ
გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა

იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში
იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში
clickss