2025-09-10

15:42

PACE-ს მომხსენებლები - შეშფოთებულები ვართ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ანტიკორუფციული ბიუროს სავალალო გადაწყვეტილების გამო, იძულებულია არჩევნებზე სადამკვირვებლო საქმიანობა დაასრულოს

პოლიტიკა
01-10-2024 14:22

ღრმად შეშფოთებულები ვართ იმ ფაქტით, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ანტიკორუფციული ბიუროს სავალალო გადაწყვეტილების გამო, იძულებული გახდა არჩევნებზე სადამკვირვებლო საქმიანობა დაასრულოს, - ამის შესახებ განცხადებას PACE-ს საქართველოს სადამკვირვებლო მისიის თანამომხსენებლები კლოდ კერნი (საფრანგეთი, ALDE), ედიტე ესტრელა (პორტუგალია, SOC) და დელეგაციის ხელმძღვანელი, რომელიც საქართველოში მომავალ არჩევნებს დააკვირდება, იულიან ბულაი (რუმინეთი, ALDE) ავრცელებენ.

„ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ იმ ფაქტით, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ იძულებული გახდა არჩევნებზე სადამკვირვებლო საქმიანობა დაასრულოს ანტიკორუფციული ბიუროს სავალალო გადაწყვეტილების გამო, გამოეცხადებინა ეს საზოგადოებრივი ორგანიზაცია და მისი დირექტორი „საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად“. ეს, როგორც ჩანს, ასამბლეის მიერ ბოლო რეზოლუციაში გამოთქმულ შეშფოთებას ადასტურებს, რომ „რეპუტაციის მქონე საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, რომლებსაც არჩევნებზე დაკვირვების ხანგრძლივი და დიდი გამოცდილება აქვთ, შესაძლოა არჩევნებზე დაკვირვება ვეღარ შეძლონ“. ეს მიუღებელია და საარჩევნო პროცესის დემოკრატიული ხასიათის მიმართ საზოგადოების ნდობას ძირს უთხრის. ამიტომ, მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, უზრუნველყონ ამ არჩევნების ლეგიტიმურობა და ყველა საჭირო ზომა მიიღონ, რათა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“, ისევე როგორც სხვა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა არჩევნებზე დაკვირვება მათ მუშაობაში ჩარევის გარეშე შეძლონ“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 26 ოქტომბრის არჩევნებს ორგანიზაციის სახელით ვეღარ დააკვირდება, თუმცა ის ხმების დაცვისთვის ბრძოლას ინდივიდუალურად აპირებს. ამის მიზეზად ორგანიზაცია ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას ასახელებს, რომელმაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და პერსონალურად აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად ცნო.

მსგავსი სიახლეები

2025-09-10 01:09
პოლიტიკა

ეუთო/ოდირი - არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე მოწვევა მნიშვნელოვან დაკვირვებას შეუძლებელს ხ

ეუთო/ოდირი - არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე მოწვევა მნიშვნელოვან დაკვირვებას შეუძლებელს ხდის

2025-09-10 00:13
პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე - რაც გუშინ მოხდა, ამაზე არსებობს ერთადერთი პასუხი, ყველანი ქუჩაში!

ზურაბ ჯაფარიძე - რაც გუშინ მოხდა, ამაზე არსებობს ერთადერთი პასუხი, ყველანი ქუჩაში!

2025-08-27 15:31
სპორტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

2025-08-19 10:12
პოლიტიკა

გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ

გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა

2025-07-31 12:57
სპორტი

იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში

იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები