2025-09-10

19:55

შალვა პაპუაშვილი - ვულოცავ სომეხ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს! საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობებს ღრმა ისტორიული ფესვები აქვს, რომლებიც მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს, ურთიერთპატივისცემასა და ნდობას ეფუძნება

პოლიტიკა
25-09-2024 15:12

ჩვენს მოძმე სომეხ ერს უამრავი საამაყო ისტორიული მოვლენა ახსოვს, მაგრამ დღევანდელი ღონისძიება სომხეთის ისტორიის უმნიშვნელოვანეს თარიღს - დამოუკიდებლობის მოპოვებას ეძღვნება. დამოუკიდებლობის მოპოვებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა სომეხი ხალხის მტკიცე სული და ბრძოლისუნარიანობა, რომლებმაც ისტორიის რთულ პერიოდებს გაუძლო. ასევე, დღეს დიდი პატივისცემით ვიხსენებთ ადამიანებს, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს ქვეყნის თავისუფლებისთვისა და დამოუკიდებლობისთვის“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სომხეთის საელჩოში გამართულ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობებს ღრმა ისტორიული ფესვები აქვს, რომლებიც მრავალსაუკუნოვან კულტურულ კავშირებს, ტრადიციებს, ურთიერთპატივისცემასა და ნდობას ეფუძნება.

მრავალი გამოწვევის წინაშე მყოფმა ჩვენმა ხალხებმა შეძლეს ისეთი მეგობრობის დამყარება, რომელიც დროსა და საზღვრებს სცდება და ერთმანეთის გვერდში დგომას გულისხმობს.
სულ რამდენიმე თვის წინ, საქართველოსა და სომხეთს შორის მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადავიდა, რაც ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული ურთიერთობებისა და მეგობრობის ლოგიკური გაგრძელებაა. ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი დიდი წინაპრების მიერ ნაანდერძევი ისტორიული მეგობრობისა და ძმობის პოლიტიკა, რომელმაც მრავალ სირთულეს გაუძლო და ჩვენი ხალხების სულიერი და მატერიალური გამდიდრების საწინდარს წარმოადგენს.
მოხარული ვარ, რომ ჩვენს საკანონმდებლო ორგანოებს შორის კავშირები მტკიცეა. ხშირად ხდება ვიზიტების გაცვლა სხვადასხვა დონეზე. ორი ქვეყნის წარმომადგენლებს ყოველთვის აქვთ განსახილველი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის მრავალი საკითხი.
სრული მზაობა გვაქვს, რომ გავაგრძელოთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარება. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ამ ურთიერთობების პოტენციალის სრულად გამოყენებისთვის მნიშვნელოვანია მშვიდობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რისი ხელშეწყობისთვისაც საქართველო ყოველთვის იყო და იქნება მზად“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და დასძინა, რომ სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და განვითარების ხელშეწყობა რეგიონის სამივე ქვეყნის ინტერესშია.

დარწმუნებული ვარ, რომ რეგიონის სამი ქვეყნის თანამშრომლობის შედეგად, არაერთი წარმატებული პროექტის განხორციელებას შევძლებთ. გულითადად ვულოცავ სომეხ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს! სომხეთს მშვიდობიან და წარმატებულ მომავალს ვუსურვებ“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ უმრავლესობის წევრები: გიორგი ვოლსკიმაკა ბოჭორიშვილინიკოლოზ სამხარაძესოზარ სუბარისამველ მანუკიანი და სუმბატ კიურეღიანი.

მსგავსი სიახლეები

2025-09-10 01:09
პოლიტიკა

ეუთო/ოდირი - არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე მოწვევა მნიშვნელოვან დაკვირვებას შეუძლებელს ხ

ეუთო/ოდირი - არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე მოწვევა მნიშვნელოვან დაკვირვებას შეუძლებელს ხდის

2025-09-10 00:13
პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე - რაც გუშინ მოხდა, ამაზე არსებობს ერთადერთი პასუხი, ყველანი ქუჩაში!

ზურაბ ჯაფარიძე - რაც გუშინ მოხდა, ამაზე არსებობს ერთადერთი პასუხი, ყველანი ქუჩაში!

2025-08-27 15:31
სპორტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

2025-08-19 10:12
პოლიტიკა

გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ

გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა

2025-07-31 12:57
სპორტი

იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში

იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები