2025-09-10

20:07

ანტიკორიფციული ბიუროს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და მიზნად ისახავს სადამკვირვებლო ორგანიზაციის დევნას

პოლიტიკა
24-09-2024 13:02

დღეს ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: "როგორც ჩვენთვის მედიის მეშვეობით გახდა ცნობილი, ანტიკორუფციულმა ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ცნოს გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად და მათზე გავრცელდეს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის III თავით გათვალისწინებული შეზღუდვები. აღნიშნული გადაწყვეტილება, როგორც ორგანიზაციას, ისე პირადად ეკა გიგაურს ჯერ-ჯერობით არ ჩაბარებიათ.

ვაცხადებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება მოკლებულია, როგორც ფაქტობრივ, ისე იურიდიულ საფუძველს. “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” და ეკა გიგაგური დიახაც იყვნენ და კვლავაც რჩებიან საქართველოს ევროპული არჩევანის ერთგულნი და ამას აფიქსირებდნენ ყველა საჯარო განცხადებაში. ასეთი არჩევანი დაფიქსირებულია საქართველოს კონსტიტუციაში და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებებს შეესაბამება. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში. 

ჩვენ დაველოდებით ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების ჩვენთვის ჩაბარებას და ამის შემდეგ გადავდგამთ სათანადო სამართლებრივ ნაბიჯებს", - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციები „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტები“ არიან და მათზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი უნდა გავრცელდეს.

მსგავსი სიახლეები

2025-09-10 01:09
პოლიტიკა

ეუთო/ოდირი - არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე მოწვევა მნიშვნელოვან დაკვირვებას შეუძლებელს ხ

ეუთო/ოდირი - არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე მოწვევა მნიშვნელოვან დაკვირვებას შეუძლებელს ხდის

2025-09-10 00:13
პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე - რაც გუშინ მოხდა, ამაზე არსებობს ერთადერთი პასუხი, ყველანი ქუჩაში!

ზურაბ ჯაფარიძე - რაც გუშინ მოხდა, ამაზე არსებობს ერთადერთი პასუხი, ყველანი ქუჩაში!

2025-08-27 15:31
სპორტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

2025-08-19 10:12
პოლიტიკა

გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ

გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა

2025-07-31 12:57
სპორტი

იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში

იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები