2024-12-23

01:45

პაველ ჰერჩინსკი - გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ არჩევნები იქნება სამართლიანი, ვითარება თუ გაუარესდება, შეგვიძლია ჩვენი ინსტრუმენტების სხვადასხვა ელემენტის გამოყენება

პოლიტიკა
20-09-2024 16:11

ვიმედოვნებთ, საარჩევნო კამპანია იქნება მშვიდობიანი, რომ არ იქნება ძალადობა, არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი. თუმცა იმ შემთხვევაში, თუკი ვითარება გაუარესდება, შეგვიძლია ჩვენი ინსტრუმენტების სხვადასხვა ელემენტის გამოყენება, ერთ-ერთი მათგანი არის უვიზო რეჟიმის დროებითი შეჩერება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ელჩის თქმით, ევროკავშირი თვალს ადევნებს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.

„ევროკავშირმა უმაღლეს დონეზე, პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე გამოხატა შეშფოთება საქართველოში მოვლენების განვითარების ტრაექტორიასთან დაკავშირებით. ჩვენ შეშფოთებული ვართ, რომ, რეფორმების შესრულების ნაცვლად, რომლებიც საქართველოს ევროკავშირთან დააახლოებს, სამწუხაროდ, ბოლო თვეებში მოხდა რამდენიმე მოვლენა, რომლებიც ზრდის მანძილს საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ჩვენ ეს ევროკავშირის შიგნით განვიხილეთ, ჩვენმა წევრებმა განიხილეს და ჩვენ ხმამაღლა და მკაფიოდ ვთქვით რამდენიმე თვის წინ, რომ განიხილება ყველა ვარიანტი, მათ შორის საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დროებითი შეჩერება განვითარებული მოვლენების საფუძველზე.

ჩვენ თვალს ვადევნებთ განვითარებულ მოვლენებს. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საარჩევნო კამპანია იქნება მშვიდობიანი, რომ არ იქნება ძალადობა, არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი. ეს არის ჩვენთვის მოვლენების სასურველი განვითარება. თუმცა იმ შემთხვევაში, თუკი ვითარება გაუარესდება, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ჩვენი ინსტრუმენტების სხვადასხვა ელემენტის გამოყენება და უვიზო რეჟიმის დროებითი შეჩერება ერთ-ერთი მათგანია“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ამასთან, საქართველოში ევროკავშირის ელჩის თქმით, ქართველებზეა დამოკიდებული, გადაწყვიტონ, როგორ ქვეყანაში სურთ ცხოვრება და 26 ოქტომბერს ექნებათ შესაძლებლობა, მისცენ ხმა და აირჩიონ თავიანთი შემდგომი ლიდერები.

„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შემთხვევაში, იქნება კონკურენტუნარიანი, გამჭვირვალე, ინკლუზიური და, უპირველეს ყოვლისა, მშვიდობიანი არჩევნები. ჩვენ, როგორც ევროკავშირი, ვაღიარებთ შედეგს და ვიმუშავებთ ნებისმიერ მთავრობასთან, რომელიც ჩამოყალიბდება არჩევნების შემდეგ, მაგრამ მთავარი შეკითხვაა, სურს თუ არა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, სურს თუ არა საქართველოს, გახდეს ევროკავშირის ოჯახის წევრი და ეს რომ მოხდეს, ჩვენ გვაქვს პირობები. ეს არ არის სპეციალურად საქართველოსთვის შექმნილი პირობები. ეს პირობები ვრცელდება ყველა ქვეყანაზე, რომელსაც სურს, გახდეს ევროკავშირის წევრი. სწორედ ამიტომ ჩვენ გვჭირდება ძალიან სერიოზული რეფორმები და ასევე გვჭირდება პრინციპების, საბაზისო პრინციპების სრული პატივისცემა, რაზეც ევროკავშირი არის დაფუძნებული. ეს საბაზისო პრინციპები ფართოდ არის ცნობილი: დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა, მათ შორის უმცირესობების უფლებების. ეს არის საბაზისო პრინციპები, რაც, ჩვენი თვალსაზრისით, განხილვას არ ექვემდებარება. ასე რომ, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს სურს ევროკავშირის ოჯახში გაწევრიანება, ამ პრინციპების სრული პატივისცემა უნდა იყოს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

წყარო: 1tv.ge

მსგავსი სიახლეები

2024-12-20 11:50
სპორტი

რომში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის - „ბაკურიანი - 2025“-ის - „მშვიდობის ცეცხლის

თავმჯდომარე მამუკა ხაბარელმა, იტალიის მთავრობისა და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებმა

2024-12-19 18:10
პოლიტიკა

ევროპის საბჭოს დელეგაცია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, აქციებზე დაზარალებულ ჟურნალის

გარდა ამისა, დღეს ევროპის საბჭოს დელეგაცია ოპოზიციური კოალიციების წარმომადგენლებსაც შეხვდა.

2024-12-19 18:01
პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე - ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, სხვა ოფიცი

როგორც ვიცი, არჩეულ პრეზიდენტთანაც არის შეხვედრა, შეიძლება ექსპრეზიდენტთანაც, არ ვიცი ამის შესახებ, მაგრამ ყველა

2024-12-19 17:44
პოლიტიკა

სახალხო დამცველი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

აქციის მონაწილეთა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე და ზოგადად შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით

2024-12-19 15:58
სპორტი

საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის ეგიდით, ბაკურიანში მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართება

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მოგულის დისციპლინა კოხტას მთაზე ჩატარდება, რომელიც საერთაშორისო სათხილამურო





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები