2025-09-10

20:14

ილია დარჩიაშვილი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პრინცს შეხვდა

პოლიტიკა
17-09-2024 11:47

საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა მის სამეფო უდიდებულესობასთან, პრინც ღაზი ბინ მუჰამმადთან.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა  საქართველოსა და იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებულ მაღალი დონის თანამშრომლობასა და ამ პროცესში მისი სამეფო უდიდებულესობის განსაკუთრებულ როლზე.

განსაკუთრებით გაესვა ხაზი ეკონომიკის, ხალხთაშორისი და  კულტურის სფეროში თანამშრომლობას. ილია დარჩიაშვილმა მის სამეფო უდიდებულესობას კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ქართული კულტურის ცენტრის ასაშენებლად,  მდინარე იორდანესთან,  მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ მიწის ნაკვეთის გადმოცემისთვის. აღინიშნა, რომ ეს პროექტი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას. 
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პრინცს ინფორმაცია მიაწოდა კულტურის ცენტრის პროექტის მიმდინარეობასა და არსებული პროგრესის შესახებ. ილია დარჩიაშვილმა იორდანიის პრინცს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და  ამ პროცესში აქტიური ჩართულობისთვის.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებს.

მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს ხელი შეუწყონ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურებას. 

ვიზიტის ფარგლებში, 2024 წლის 15 სექტემბერს, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა ასევე გამართა იორდანიის სამეფოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან აიმან ალ საფადისთან.

მსგავსი სიახლეები

2025-09-10 01:09
პოლიტიკა

ეუთო/ოდირი - არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე მოწვევა მნიშვნელოვან დაკვირვებას შეუძლებელს ხ

ეუთო/ოდირი - არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე მოწვევა მნიშვნელოვან დაკვირვებას შეუძლებელს ხდის

2025-09-10 00:13
პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე - რაც გუშინ მოხდა, ამაზე არსებობს ერთადერთი პასუხი, ყველანი ქუჩაში!

ზურაბ ჯაფარიძე - რაც გუშინ მოხდა, ამაზე არსებობს ერთადერთი პასუხი, ყველანი ქუჩაში!

2025-08-27 15:31
სპორტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

2025-08-19 10:12
პოლიტიკა

გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ

გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა

2025-07-31 12:57
სპორტი

იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში

იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები