2025-09-11

00:01

პოლიტიკურმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა

პოლიტიკა
10-09-2024 21:08

პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ დღეს საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა. ოცეულის წევრები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დაასახელა. წარდგენა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გაიმართა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სიის პირველ ნომრად "ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დაასახელა. 

პარტიის საარჩევნო სიის პირველ ოცეულში იქნებიან:

ბიძინა ივანიშვილი; ირაკლი კობახიძე; ირაკლი ღარიბაშვილი; შალვა პაპუაშვილი; მამუკა მდინარაძე; თეა წულუკიანი; ლაშა ტალახაძე; ვახტანგ თურნავა; მაკა ბოჭორიშვილი; გენო პეტრიაშვილი; სოზარ სუბარი; მარიამ ქვრივიშვილი; ანრი ოხანაშვილი; ნიკოლოზ სამხარაძე; ეკა ჭიჭინაძე; შოთა ბერეკაშვილი; ლევან მახაშვილი; მიხეილ ყაველაშვილი; გიორგი გაბუნია; ლიკა შარტავა.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არ არის უბრალო არჩევნები. „ეს არის რეფერენდუმი, სადაც საზოგადოებამ საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს, ირჩევს ომს, თუ მშვიდობას, ირჩევს საზოგადოების მორალურ გადაგვარებას, თუ ტრადიციულ ფასეულობებს, ირჩევს ბნელ წარსულს, თუ საქართველოს ნათელ, ევროპულ მომავალს. დარწმუნებული ვართ, ქართველი ხალხის მხარდაჭერით გაიმარჯვებს ჩვენი პოლიტიკური გუნდი, რაც საქართველოში მშვიდობის, ღირსების, კეთილდღეობისა და საქართველოს ნათელი, ევროპული მომავლის გამარჯვებას ნიშნავს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

2025-09-10 01:09
პოლიტიკა

ეუთო/ოდირი - არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე მოწვევა მნიშვნელოვან დაკვირვებას შეუძლებელს ხ

ეუთო/ოდირი - არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე მოწვევა მნიშვნელოვან დაკვირვებას შეუძლებელს ხდის

2025-09-10 00:13
პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე - რაც გუშინ მოხდა, ამაზე არსებობს ერთადერთი პასუხი, ყველანი ქუჩაში!

ზურაბ ჯაფარიძე - რაც გუშინ მოხდა, ამაზე არსებობს ერთადერთი პასუხი, ყველანი ქუჩაში!

2025-08-27 15:31
სპორტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

2025-08-19 10:12
პოლიტიკა

გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ

გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა

2025-07-31 12:57
სპორტი

იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში

იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები