2024-12-23

06:21

თბილისში მე-8 საერთაშორისო კონფერენცია - „2024- გადამწყვეტი წელი“ გაიხსნა

პოლიტიკა
02-09-2024 17:42

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის, არიზონას შტატის უნივერსიტეტის მაკკეინის ინსტიტუტისა და ჯორჯ ბუშინს ინსტიტუტის ორგანიზებით დღეს სასტუმრო "რუმსში" გაიხსნა თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „2024- გადამწყვეტი წელი“.

დასავლეთისგან შებრუნების პროცესი რამდენიმე წელია მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენი, აშშ-ის მთავრობასთან ურთიერთობების შეცვლის ნამდვილი გამომწვევი იყო „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი, - ამის შესახებ საქართველოში აშ-ის ყოფილმა ელჩმა, იან კელიმ კონფერენციაზე, თავის გამოსვლაში განაცხადა. ყოფილმა ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს გენში აქვს პროდასავლურობა და ამ გზაზე მას შეერთებული შტატები არა მხოლოდ რიტორიკულ, არამედ მნიშვნელოვან ფინანსურ მხარდაჭერას უწევს, თუმცა ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, განსაკუთრებით კი „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღებამ გამოიწვია ის, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მთავრობას პირდაპირი დახმარება შეუწყვიტა.

ამასთან, იან კელიმ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მხარდამჭერი პროგრამების განხორციელებას.

თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები და ექსპერტები იღებენ. თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე შედგება ფორუმი კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად, როგორებიცაა: გლობალური უსაფრთხოება, საგარეო პოლიტიკა და მიმდინარე პოლიტიკური ძვრებისა და მოვლენების ფონზე დემოკრატიის მომავალი. კონფერენცია საქართველოსა და აშშ-ში წელს დაგეგმილ კრიტიკულად მნიშვნელოვან არჩევნებსაც შეეხება. შეხვედრაზე ასევე განიხილება გამოწვევები, რომლების დაძლევაც თავისუფალ და დემოკრატიულ სამყაროს პუტინის რეჟიმის დასაძლევად მოუწევთ.

თბილისის საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში 2015 წლიდან უკვე მერვედ იმართება და ერთ სივრცეში საერთაშორისო და რეგიონულ ექსპერტებს აერთიანებს. კონფერენციის მიზანი წელს საქართველოს ტრანსატლანტიკური დღის წესრიგის შენარჩუნება და დემოკრატიული პროგრესისა და ტრანსატლანტიკური მისწრაფების გზაზე დარჩენა წარმოადგენს.

თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „2024- გადამწყვეტი წელი“, თავის მუშაობას ხვალ, 3 სექტემბერს დაასრულებს.

ავთანდილ ოთინაშვილი

მსგავსი სიახლეები

2024-12-20 11:50
სპორტი

რომში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის - „ბაკურიანი - 2025“-ის - „მშვიდობის ცეცხლის

თავმჯდომარე მამუკა ხაბარელმა, იტალიის მთავრობისა და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებმა

2024-12-19 18:10
პოლიტიკა

ევროპის საბჭოს დელეგაცია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, აქციებზე დაზარალებულ ჟურნალის

გარდა ამისა, დღეს ევროპის საბჭოს დელეგაცია ოპოზიციური კოალიციების წარმომადგენლებსაც შეხვდა.

2024-12-19 18:01
პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე - ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, სხვა ოფიცი

როგორც ვიცი, არჩეულ პრეზიდენტთანაც არის შეხვედრა, შეიძლება ექსპრეზიდენტთანაც, არ ვიცი ამის შესახებ, მაგრამ ყველა

2024-12-19 17:44
პოლიტიკა

სახალხო დამცველი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

აქციის მონაწილეთა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე და ზოგადად შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით

2024-12-19 15:58
სპორტი

საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის ეგიდით, ბაკურიანში მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართება

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მოგულის დისციპლინა კოხტას მთაზე ჩატარდება, რომელიც საერთაშორისო სათხილამურო





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები