2025-09-11

03:19

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მოქმედ და ახლადდანიშნულ ხელმძღვანელებს შეხვდა

პოლიტიკა
22-08-2024 16:19

2024 წლის 21 აგვისტოს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მოქმედ ხელმძღვანელთან ჰოროუკი მორისთან  და ახლადდანიშნულ ხელმძღვანელთან ვაკუი ჯუნჯისთან. 

შეხვედრის დროს ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ჰოროუკი მორის მადლობა გადაუხადა საქართველოში მისი მოღვაწეობის პერიოდში,  განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით, ასევე, სააგენტოს მიერ საქართველოსთვის გაწეული ტექნიკური დახმარებისთვის და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. მინისტრის მოადგილემ წაკუი ჯუნჯის მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა მომავალ საპასუხისმგებლო საქმიანობაში. 

საუბარი შეეხო საქართველოს და იაპონიას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და იაპონიის ოფიციალური დახმარების, კონკრეტულად კი JICA-ს საქმიანობის მნიშვნელობას საქართველოს სტაბილური და მდგრადი განვითარების ხელშეწყობაში. ამასთან, საუბარი შეეხო JICA-ს  მიერ 2024-2025 წლებში საქართველოსთვის შემუშავებულ ქვეყნის დახმარების პოლიტიკის პრიორიტეტულ სფეროებს. ამ მხრივ  კმაყოფილებით  აღინიშნა იაპონელი პროფესიონალი მოხალისეების ჩამოსვლა საქართველოში,  სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარების მიზნით.  

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოსა და იაპონიას შორის არსებული მაღალი დონის თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდება და თვისებრივად ახალ საფეხურზე ავა მომდევნო წლებში, რაც ორივე ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს პასუხობს. 

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა მჭიდრო ურთიერთქმედების გაგრძელებაზე, რაც ხელს შეუწყობს თანამშრომლობის სფეროში არსებული პოტენციალის სრულ რეალიზაციას.

მსგავსი სიახლეები

2025-09-10 01:09
პოლიტიკა

ეუთო/ოდირი - არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე მოწვევა მნიშვნელოვან დაკვირვებას შეუძლებელს ხ

ეუთო/ოდირი - არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე მოწვევა მნიშვნელოვან დაკვირვებას შეუძლებელს ხდის

2025-09-10 00:13
პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე - რაც გუშინ მოხდა, ამაზე არსებობს ერთადერთი პასუხი, ყველანი ქუჩაში!

ზურაბ ჯაფარიძე - რაც გუშინ მოხდა, ამაზე არსებობს ერთადერთი პასუხი, ყველანი ქუჩაში!

2025-08-27 15:31
სპორტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

2025-08-19 10:12
პოლიტიკა

გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ

გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა

2025-07-31 12:57
სპორტი

იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში

იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები