ირაკლი კობახიძე - სახელმწიფოებრიობა და ქრისტიანობა არის დღესაც ის ორი ფასეულობა, რომლის დასაცავად არცერთი ნაბიჯით უკან არ შეიძლება დავიხიოთ

რეგიონულ საარჩევნო შეხვედრებს ვიწყებთ მცხეთაში, გაერთიანებული საქართველოს პირველ დედაქალაქში, ქალაქში, სადაც საქართველო ქრისტიანულ სახელმწიფოდ გამოცხადდა, – ამის შესახებ მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მცხეთაში, საარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კობახიძის განცხადებით, „სახელმწიფოებრიობა და ქრისტიანობა არის ის ორი უმთავრესი ღირებულება, რომლისთვისაც ქართველ ხალხს თავგანწირული ბრძოლა არასდროს შეუწყვეტია და რომლის დასაცავად, დღესაც არცერთი ნაბიჯით არ უნდა დავიხიოთ უკან“.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ქართველი ხალხი არჩევანს ყოველთვის მშვიდობის, თავისუფლების, დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის სასარგებლოდ აკეთებდა, შესაბამისად, 2012 წლიდან დღემდე, „ქართულმა ოცნებამ“ რვა არჩევნებში გაიმარჯვა.
„სახელმწიფოებრიობა და ქრისტიანობა არის ორი უმთავრესი ღირებულება, რომლისთვისაც ქართველ ხალხს თავგანწირული ბრძოლა არასოდეს შეუწყვეტია. სახელმწიფოებრიობა და ქრისტიანობა არის დღესაც ის ორი ფასეულობა, რომლის დასაცავად არცერთი ნაბიჯით უკან არ შეიძლება დავიხიოთ და არც დავიხევთ. „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლიდან დღემდე რვა არჩევნებში გაიმარჯვა. ყოველი არჩევნები იყო უკიდურესად პრინციპული ჩვენი ქვეყნისთვის. ყოველ არჩევნებზე წყდებოდა მშვიდობის, თავისუფლების, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, დემოკრატიისა და ეკონომიკური წინსვლის ბედი. საბედნიეროდ, ქართველი ხალხი არჩევანს ყოველთვის მშვიდობის, თავისუფლების, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, დემოკრატიისა და ეკონომიკური წინსვლის სასარგებლოდ აკეთებდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
წყარო: 1tv.ge
ნანახია: 760
მსგავსი სიახლეები

ეუთო/ოდირი - არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე მოწვევა მნიშვნელოვან დაკვირვებას შეუძლებელს ხ
ეუთო/ოდირი - არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე მოწვევა მნიშვნელოვან დაკვირვებას შეუძლებელს ხდის

ზურაბ ჯაფარიძე - რაც გუშინ მოხდა, ამაზე არსებობს ერთადერთი პასუხი, ყველანი ქუჩაში!
ზურაბ ჯაფარიძე - რაც გუშინ მოხდა, ამაზე არსებობს ერთადერთი პასუხი, ყველანი ქუჩაში!

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ
გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა

იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში
იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში
clickss