ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იშიზუკა ჰიდეკისთან
2024 წლის 2 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, შეხვედრა გამართა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იშიზუკა ჰიდეკისთან.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-იაპონიის ორმხრივ ურთიერთობათა დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, მიღწეული პროგრესი და სამომავლო პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა უკანასკნელ პერიოდში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გააქტიურებაზე, მის დადებით დინამიკაზე, პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებაზე.
განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა ეკონომიკური თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე, კერძოდ, განხილულ იქნა ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები ვაჭრობის, ტურიზმის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ლოგისტიკის სფეროებში.
საუბარი შეეხო რეგიონულ და ერთობლივ პროექტებსაც. აღინიშნა, რომ ხალხთაშორისი ურთიერთობების გააქტიურებისთვის მნიშვნელოვანია პირდაპირი ავიარეისების დანიშვნა საქართველოსა და იაპონიას შორის.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა მჭიდრო თანამშრომლობის გასაგრძელებლად.
ნანახია: 405
მსგავსი სიახლეები
clickss