2024-12-23

23:12

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოში დემოკრატიის გამოწვევების შესახებ რეზოლუცია მიიღო

პოლიტიკა
27-06-2024 18:06

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დღეს, საქართველოში დემოკრატიის გამოწვევების შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა.

დოკუმენტი 66 ხმით 4-ის წინააღმდეგ მიიღეს, 5-მა დელეგატმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. რეზოლუციის ავტორები არიან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები, კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მომზადებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გამოთქვამს ღრმა შეშფოთებას საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც სერიოზულ ეჭვებს აჩენს საერთაშორისო დემოკრატიული ნორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ქვეყნის ერთგულებასთან დაკავშირებით, ასევე მის მზადყოფნასთან დაკავშირებით, შეასრულოს ევროპის საბჭოს წევრობის თავისი ვალდებულებები“, - აღნიშნულია რეზოლუციაში.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ევროპის საპარლამენტო ასამბლეა სრულად უჭერს მხარს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ კანონი სრულად და დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს. „ასამბლეა მიიჩნევს, რომ ეს კანონი, ისევე როგორც საქართველოს პარლამენტის მიერ მისი მიღების წესი შეუთავსებელია ევროპულ დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან. ასამბლეა მიიჩნევს, რომ ამ კანონს არაფერი აქვს საერთო არაკომერციული სუბიექტების, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის ფინანსურ გამჭვირვალობასთან - რომლისთვისაც საქართველოში უკვე არსებობს ყოვლისმომცველი საკანონმდებლო ბაზა - ისევე, როგორც არაფერი აქვს საერთო ფარული და მანკიერი უცხოური ჩარევის პრევენციასთან. პირიქით, ის სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე ხელისუფლების გადაჭარბებული კონტროლის საშუალებას იძლევა. ამიტომ, კანონი დაუყოვნებლივ მთლიანად უნდა გაუქმდეს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

რეზოლუციაში აგრეთვე ხაზგასმულია, რომ ასამბლეა ღრმად შეშფოთებულია დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პარლამენტარების წინააღმდეგ პოლიციის მიერ გადაჭარბებული, არაპროპორციული ძალის გამოყენებასთან, ძალადობრივ თავდასხმებთან და დაშინებასთან დაკავშირებით. ასევე ნათქვამია, რომ ეს ფაქტები სრულყოფილად არ გამოძიებულა და ხელისუფლების მიერ სათანადოდ არ დაგმობილა, რამაც, შესაძლოა, ასეთი ქმედებების დაუსჯელობის კლიმატი გამოიწვიოს. „ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ მსგავსი ქმედებების ადგილი არ აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში. ყველა ცნობა ძალის გადამეტებული გამოყენების, ძალადობრივი თავდასხმების შესახებ და დაშინების კამპანიები შესაბამისმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ სრულად და გამჭვირვალედ უნდა გამოიძიონ და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ“, - წერია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მომზადებულ რეზოლუციაში.

როგორც ცნობილია, 24 ივნისს, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიამ დაიწყო მუშაობა. სესიაში სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებთან ერთად მონაწილეობას ღებულობს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც არიან გივი მიქანაძე, ეკა სეფაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ქეთი თურაზაშვილი, ანი წითლიძე და ლევან ბეჟაშვილი.

სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაზე ამჟამად მიმდინარეობს დებატები თემაზე ადამიანის უფლებები, დემოკრატიის გაძლიერება თავისი ჩართულობითა და წარმომადგენლობითი პროცესებითშეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესია თავის მუშაობას 28 ივნისს დაასრულებს.

ავთანდილ ოთინაშვილი

სპეციალურად სტრასბურგიდან


მსგავსი სიახლეები

2024-12-23 12:14
სპორტი

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, ,,ბაკურიანი 2025“-ის მშვიდობის ცეცხლი საქართველოშ

მშვიდობის ცეცხლი" ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ძიუდოისტ ლაშა ბექაურს, გადაეცემა. დღეიდან

2024-12-23 12:02
პოლიტიკა

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა საქართველოში სამდღიანი ვიზიტი 20 დეკემბერს გამართული პრესკონფერე

საქართველო კრიტიკულ ეტაპზეა. ქვეყანა ხასიათდება პოლიტიკური დაძაბულობით, პოლარიზებული საჯარო

2024-12-23 11:36
პოლიტიკა

თეოდოროს რუსოპულოსი - მინდა, შევახსენო ირაკლი კობახიძეს, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია

მინდა, შევახსენო პრემიერ-მინისტრ კობახიძეს, რომ მისიქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია. პირდაპირი მუქარა, რომელიც

2024-12-23 11:22
პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ბრიფინგი

მინდა, შევეხო პოლიტიკურ თემებს. საკმაოდ მძიმე დღეები ჰქონდა ჩვენს ოპოზიციას გასული კვირის

2024-12-20 11:50
სპორტი

რომში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის - „ბაკურიანი - 2025“-ის - „მშვიდობის ცეცხლის

თავმჯდომარე მამუკა ხაბარელმა, იტალიის მთავრობისა და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებმა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები