2025-09-11

18:00

ანა წითლიძე: ათასობით ქართველი ელოდება მძლავრ სიგნალს, რომ თქვენ დგახართ ქართველ ხალხთან, რომ ევროპა არასოდეს მიატოვებს ქართველებს დემოკრატიის გზაზე

პოლიტიკა
27-06-2024 17:49

ათასობით ქართველი ელოდება მძლავრ სიგნალს, რომ თქვენ დგახართ ქართველ ხალხთან, რომ ევროპა არასოდეს მიატოვებს ქართველებს დემოკრატიის გზაზე, ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციაერთიანი ნაციონალური მოძრაობისდეპუტატმა, ანა წითლიძემ ევროსაბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის ევროინტეგრაცია და დემოკრატიის განვითარება საფრთხეშია.

დარწმუნებული ვარ, ევროსაბჭოს ახსოვს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას მიერ 1999 წელს, საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას წარმოთქმული სიტყვები: მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი.

დღეს ამ დარბაზში ვდგავარ, ძალიან ხმამაღლა და ამაყად ვიმეორებ ამ ცნობილ სიტყვებს: მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი. ეს ქართველი ხალხის ძლიერი ნება და ძლიერი ისტორიული მისწრაფებაა და ამას ვერც ერთი ოლიგარქი ვერ შეცვლის. მაგრამ ამ დარბაზში მინდა უფრო ხმამაღლა გითხრათ: ჩემი ქვეყნის ევროინტეგრაცია და დემოკრატიის განვითარება საფრთხეშია.

რუსმა ოლიგარქმა ივანიშვილმა გადაწყვიტა შეცვალოს საქართველოს გეოპოლიტიკური გზა ევროპიდან რუსეთში, დემოკრატიის განვითარებიდან ოლიგარქიული სისტემისკენ. რუსული კანონი მხოლოდ ერთი ასპექტია რუსი ოლიგარქის ივანიშვილის დიდ თამაშში. დიდი გეგმა არის ევროპის გაძევება რეგიონიდან და რუსული გავლენის გაზრდა. რაც ახლა ხდება საქართველოში, მხოლოდ ქართველების ბრძოლა არ არის, ეს ევროპულიც არის. თუ საქართველოში დემოკრატია დამარცხდება, ევროპული ღირებულებები მთელს რეგიონში დამარცხდება.

ივანიშვილის მიზნის, ძალაუფლების შენარჩუნების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ რუსულ სისტემაში, სადაც კრიტიკული ხმა ჩახშობილია, სადაც დემოკრატია მხოლოდ სიტყვებია, სადაც პოლიტპატიმრები და სამოქალაქო აქტივისტები ციხეში არიან. ამ შემთხვევაში ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ადამიანი, რომელმაც საქართველოს ევროპული გზა შეუქცევადი გახადა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ის რუსი ოლიგარქის ციხეში იმყოფება.

 

ძვირფასო კოლეგებო, დღეს თბილისის ქუჩებში ევროპის დროშა ძალიან მაღლა ფრიალებს ახალი თაობის ხელში. ათასობით ქართველი გვიყურებს ახლა, ელოდება ძალიან მძლავრ სიგნალს, რომ თქვენ დგახართ ქართველ ხალხთან, რომ ევროპა არასოდეს მიატოვებს ქართველებს დემოკრატიის გზაზე. საქართველო ევროპას ეკუთვნის”, - განაცხადა ანა წითლიძემ.


მსგავსი სიახლეები

2025-09-11 16:32
პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი დააკავეს

ლევან ხაბეიშვილი დააკავეს

2025-09-11 12:48
პოლიტიკა

კობახიძე აქციაზე: აბსოლუტურად სახედაკარგულები არიან - ქალი ქალს არ ჰგავდა, კაცი კაცს

კობახიძე აქციაზე: აბსოლუტურად სახედაკარგულები არიან - ქალი ქალს არ ჰგავდა, კაცი კაცს

2025-09-10 01:09
პოლიტიკა

ეუთო/ოდირი - არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე მოწვევა მნიშვნელოვან დაკვირვებას შეუძლებელს ხ

ეუთო/ოდირი - არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე მოწვევა მნიშვნელოვან დაკვირვებას შეუძლებელს ხდის

2025-09-10 00:13
პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე - რაც გუშინ მოხდა, ამაზე არსებობს ერთადერთი პასუხი, ყველანი ქუჩაში!

ზურაბ ჯაფარიძე - რაც გუშინ მოხდა, ამაზე არსებობს ერთადერთი პასუხი, ყველანი ქუჩაში!

2025-08-27 15:31
სპორტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები