ევროპის საბჭოში იმართება დებატები საქართველოში დემოკრატიის გამოწვევებზე
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე იმართება პოლიტიკური დებატები საქართველოში დემოკრატიის გამოწვევებზე, - ამის შესახებ ევროსაბჭოში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა
ლევან ბეჟაშვილმა, ევროსაბჭოში საქართველოსთან დაკავშირებით
დებატებზე განაცხადა.
მისივე თქმით, ქართველი ხალხის ხმა ესმის ევროპას, და ამიტომ ევროპა მარტო არ დატოვებს საქართველოს! "ეს სულისკვეთება იქნება იმ რეზოლუციაში, რომელიც შემოთავაზებულია. დარწმუნებული ვარ, ევროსაბჭო ამ რეზოლუციას ერთხმად დაამტკიცებს", დასძინა მან.
ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, საქართველო მთავარი თემა არის როგორც ევროპის პოლიტიკურ დღის წესრიგში, ისე ყოველდღიურობაში. „საქართველოს ნაკრებმა აჩვენა საოცარი თამაში, მოიპოვა გამარჯვება და ყველა ამაზე საუბრობს. და მეორე ის, რომ ევროსაბჭოში იმართება პოლიტიკური დებატები საქართველოში დემოკრატიის გამოწვევებზე. "დარწმუნებული ვარ ევროსაბჭო ამ რეზოლუციას ერთხმად მიიღებს“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
როგორც ცნობილია, 24 ივნისს, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიამ დაიწყო მუშაობა.
სესიაში სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებთან ერთად მონაწილეობას ღებულობს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც არიან გივი მიქანაძე, ეკა სეფაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ქეთი თურაზაშვილი, ანი წითლიძე და ლევან ბეჟაშვილი.
სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაზე ამჟამად მიმდინარეობს დებატები თემაზე ადამიანის უფლებები, დემოკრატიის გაძლიერება თავისი ჩართულობითა და წარმომადგენლობითი პროცესებით.
შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესია თავის მუშაობას 28 ივნისს დაასრულებს.
ავთანდილ ოთინაშვილი
სპეციალურად სტრასბურგიდან
ნანახია: 286
მსგავსი სიახლეები
clickss