2025-09-11

17:51

ევროპის საბჭოს გენერალურ მდივნად ალენ ბერსეტი აირჩიეს

პოლიტიკა
26-06-2024 11:37

გუშინ, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) ალენ ბერსეტი (შვეიცარია) ევროპის საბჭოს გენერალურ მდივნად აირჩია. ბერსეტი ხუთწლიან მოღვაწეობას 2024 წლის 18 სექტემბერიდან შეუდგება.

ბერსეტმა არჩევნების მეორე ტურში ხმათა უმრავლესობა (114 ხმა) მიიღო. დანარჩენმა ორმა კანდიდატმა, ინდრეკ საარმა (ესტონეთი) და დიდიე რეინდერსმა (ბელგია) 85 და 46 ხმა დააგროვეს.

ალენ ბერსეტი შვეიცარიის მთავრობის წევრი გახლდათ 2012 წლიდან 2023 წლამდე. ამ პერიოდის განმავლობაში, მას ორჯერ ეკავა კონფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა, კერძოდ, 2018 და 2023 წლებში. როგორც მინისტრი, ბერსეტი სათავეში ედგა შინაგან საქმეთა ფედერალურ დეპარტამენტს. მთავრობაში მოსვლამდე, 2003 წლიდან 2011 წლამდე, იგი შვეიცარიის ფედერალური პარლამენტის წევრი გახლდათ. 2008-2009 წლებში, ის შტატების საბჭოს (პარლამენტის ზედა პალატას) თავმჯდომარეობდა.

მსგავსი სიახლეები

2025-09-11 16:32
პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი დააკავეს

ლევან ხაბეიშვილი დააკავეს

2025-09-11 12:48
პოლიტიკა

კობახიძე აქციაზე: აბსოლუტურად სახედაკარგულები არიან - ქალი ქალს არ ჰგავდა, კაცი კაცს

კობახიძე აქციაზე: აბსოლუტურად სახედაკარგულები არიან - ქალი ქალს არ ჰგავდა, კაცი კაცს

2025-09-10 01:09
პოლიტიკა

ეუთო/ოდირი - არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე მოწვევა მნიშვნელოვან დაკვირვებას შეუძლებელს ხ

ეუთო/ოდირი - არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე მოწვევა მნიშვნელოვან დაკვირვებას შეუძლებელს ხდის

2025-09-10 00:13
პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე - რაც გუშინ მოხდა, ამაზე არსებობს ერთადერთი პასუხი, ყველანი ქუჩაში!

ზურაბ ჯაფარიძე - რაც გუშინ მოხდა, ამაზე არსებობს ერთადერთი პასუხი, ყველანი ქუჩაში!

2025-08-27 15:31
სპორტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები