2025-09-11

17:50

ილია დარჩიაშვილი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით არაფორმალურ შეხვედრაში მონაწილეობდა

პოლიტიკა
25-06-2024 19:37

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი  ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის ქსავიე ბეტელის მიწვევით, არაფორმალურ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც ქსავიე ბეტელის ინიციატივით შედგა. 

არაფორმალურ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროკავშირის წევრი, პარტნიორი და კანდიდატი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს შესაძლებლობა ჰქონდა გასაუბრებოდა კოლეგა მინისტრებს და მათთვის მიეწოდებინა ინფორმაცია საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგისა და რეკომენდაციების შესრულების დინამიკის შესახებ. 
ღონისძიებაში მონაწილე საგარეო საქმეთა მინისტრებს, ასევე, ჰქონდათ აუდიენცია ლუქსემბურგის დიდ ჰერცოგ ანრისთან.

შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” გამოეხმაურა ლუქსემბურგის მონარქის სასახლე.

მსგავსი სიახლეები

2025-09-11 16:32
პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი დააკავეს

ლევან ხაბეიშვილი დააკავეს

2025-09-11 12:48
პოლიტიკა

კობახიძე აქციაზე: აბსოლუტურად სახედაკარგულები არიან - ქალი ქალს არ ჰგავდა, კაცი კაცს

კობახიძე აქციაზე: აბსოლუტურად სახედაკარგულები არიან - ქალი ქალს არ ჰგავდა, კაცი კაცს

2025-09-10 01:09
პოლიტიკა

ეუთო/ოდირი - არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე მოწვევა მნიშვნელოვან დაკვირვებას შეუძლებელს ხ

ეუთო/ოდირი - არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე მოწვევა მნიშვნელოვან დაკვირვებას შეუძლებელს ხდის

2025-09-10 00:13
პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე - რაც გუშინ მოხდა, ამაზე არსებობს ერთადერთი პასუხი, ყველანი ქუჩაში!

ზურაბ ჯაფარიძე - რაც გუშინ მოხდა, ამაზე არსებობს ერთადერთი პასუხი, ყველანი ქუჩაში!

2025-08-27 15:31
სპორტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები